„ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია“ - რაზე საუბრობს დავით მაღრაძე

დავით მაღრაძე

,,ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, საერთოდ აღარ აინტერესებთ მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია იმ ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში. ტელევიზიის ყუთს აქვს ის მოჩვენებითობის შექმნის ძალა, რომ ვთქვათ მოაჩვენოს მოსახლეობას, რომ ეს არის ძალიან აქტუალური თემა, რომ ამას იზიარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ არის სინამდვილეში ასე,’’ -  ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა  ,,იმედი LIVE’’ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არსებობს ერთ-ერთი ტელევიზიის ყუთში და მათი მომავალი გაურკვეველია, რადგან არანაირი კავშირი საზოგადოებასთან არ აქვთ. როგორც დავით მაღრაძემ განაცხადა, ომი ქართველებისთვის ყოფნა არყოფნის საკითხია.

,,ესენი არსებობენ ტელევიზიის ყუთში და არა რეალურ ცხოვრებაში. მშვიდობა ჩვენთვის არ არის ომი და მშვიდობა, რომ ავუხსნა ჩვენ საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსსაც გავაგონო. ეს არ არის ჩვენთვის ომი და მშვიდობა, რაზეც გვიბიძგებენ. ეს არ არის ტოლსტოის ომი და მშვიდობა. ეს არის ჩვენთვის ყოფნა არყოფნა და არა ომი და მშვიდობა. ამიტომ, ვინც ცდილობს, რომ ხელისუფლებაში ელჩებთან კავშირით მოვიდეს, რას მისცემს  საელჩოებთან კავშირი, როდესაც კავშირი შენს მოსახლეობასთან არ გაქვს ვინც უნდა აგირჩიოს. რა უფლება აქვს ჩვენ გენერაციას, რომ ყოფნა არყოფნის საკითხი შეაგდოს სასწორზე და არყოფნით დაასრულოს. ამდენ საუკუნოვანი ჩვენი ისტორია, ქართული კულტურის ისტორია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ეს ყოფნა არყოფნის საკითხია და სავარაუდოდ არ ყოფნის’’, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534

ჩვილი
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა

ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი  მნიშვნელ...

საზოგადოება 1711644163

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
ვიდეო: „ასეთი “სუნიანები” არიან... დაუბანლები” ეთიკურადაც” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტურ...

სოცმედია 1711643685

გოკა გაბაშვილი
„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე... დარასელიადან - კვეკვესკირამდე“ - გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! - გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” - ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელი...

სოცმედია 1711641685

სევასტოპილი თვთმფრინავი
სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ, თავისივე Су-35 ჩამოაგდეს

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-35  ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-ის არხები ავრცელებენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ზღ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711641588

მგელი
ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა. შეგახსებეთ, რომ ტურის და მგლის პოპულაციების არეალის, რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი...

საზოგადოება 1711640472