ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს: "ვერ არის საქმე კარგად… გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი… – სავარაუდო სახელია – "Nu"

საზოგადოება 1637923949    138

ფხაკაძე

"აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებას აფრთხილებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


"სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია.

ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ 6 ქვეყანაში (ბოტსვანა, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, ზიმბაბვე) და შორეულ ჰონგ-კონგში.

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!
ძალიან სწრაფად ვრცელდება;
საკმაოდ ბევრი მუტაცია აქვს;
შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში;

არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.

რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში? – იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა – დაინფიცირებული… არაფერს გაგონებთ?!… ჩვენ ისე ვიზამთ, რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…

რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ, იმედია, გახსოვთ. ვინც გააცდინეთ ეს გაკვეთილები, სჯობს, კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროებთ თქვენს “განათლებულობას”).

რა უნდა ქნას სახელმწიფომ ახლა?!

დროებით ჩაკეტოს შემოსვლა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, ზიმბაბვედან, და ჰონკონგიდან!

რა უნდა გააკეთოთ თქვენ?!

მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები!

ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იუპიტერი
ასეთი მკვეთრი ფოტოები არასდროს ყოფილა - NASA-ს "იუნონას" მისიის მიერ გადაღებული იუპიტერის ულამაზესი ფოტოები

ეს ულამაზესი ფოტოები NASA იუნონას (JUNO) მისიის მიერ JunoCam-ის მეშვეობით არის გადაღებული, მასზე მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, გაზის გიგანტი იუპიტერია აღბეჭდილი, რომლის მასაც დანარჩენი პლანეტები...

ეს საინტერესოა 1642793869

ევროპარლამენტარები
"პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა"- ევროპარლამენტარებმა თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს

"პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ჟან მონეს დიალოგში" მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა... თბილისში, 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევ...

პოლიტიკა 1642790802

გვარამია
მასალის 6 წუთ-ნახევარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავთ სასწრაფოდან, არ გვაქვს - ნიკა გვარამია

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 6 წუთ-ნახევარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის, შიდა რაკურსით გადაღებული, არ არის. საუბარია მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის ციხი...

პოლიტიკა 1642790620

ხანძარი
ხანძარი ლაგოდეხში - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

ხანძარი ლაგოდეხში -  შემთხვევის შედეგად ჭუმბურიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაუ...

შემთხვევა 1642790399

ქვევრიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვან ბლოგერებს და ინფლუენსერებს შეხვდა

„მივესალმებით საერთაშორისო ბლოგერებისა და ინფლუენსერების სტუმრობას საქართველოში, რომლის შედეგადაც ჩვენ ვნახავთ არაერთ სტატიას თუ ბლოგს საქართველოს კურორტების, ზოგადად, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შე...

საზოგადოება 1642790272

აცრა
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც გაუკეთებენ უფასოდ

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც გაუკეთებენ. აცრა უფასო იქნება. ამ ინფორმაციას დაავადებათა ერ...

საზოგადოება 1642781498