გაძვირდება თუ არა პური? - “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის განმარტება

საზოგადოება 1695038482    646

პური

“საქართველოში არც ხორბლის რაოდენობის, არც ფასის მხრივ პრობლემა არ არსებობს, შეგვიძლია,

 

მოსახლეობა დავამშვიდოთ. ამ მხრივ შეფერხებები არ იქნება”, – ამის შესახებ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

“მინდა, ის 5- თვიანი  გადაწყვეტილება განვიხილო, რომელიც  საპილოტე

 

რეჟიმში მუშაობს. მისი მოქმედება 10 ივნისიდან დაიწყო,  5 – თვიანია და ნოემბრის 10 რიცხვში მთავრდება. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის  კონკურენტული მდგომარეობა გარკვეულწილად გათანაბრებულია, რამაც წისქვილკომბინატებს საშუალება მისცა, ემუშავათ და გარკვეული რაოდენობის ადგილობრივი ხორბალი ჩაებარებინათ,  რაც  ასე პრობლემური იყო (მათ შორის, ფერმერებისთვის ჩაბარების კუთხით). 

 


 
ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება  ორ მიმართულებაზე იყო მიბმული: ერთი პურის ფასის შენარჩუნებას წარმოადგენდა, პური  რომ არ გაძვირებულიყო.

 

მეორე მიმართულება  კი იმას გულისხმობდა, თუ როგორი იყო  ადგილობრივი ქართველი ფერმერების მიერ ძველი და ახალი მოსავლის  ჩაბარების მხრივ  არსებული მდგომარეობა.

პურის ფასის მიმართულებაში შეგვიძლია,  დადასტურებულად ვთქვათ, რომ დღეს  ფასის გაძვირების ტენდენცია  არ არსებობს. გაძვირებაზე არცერთი ფაქტორი  მიუთითებს.  პირველ ყოვლისა, არ მიუთითებს ფაქტორი, რომელიც  ხორბლის ფასიდან გამომდინარე ფქვილის ფასი გახლავთ. მარაგებიც არსებობს, ფასი, ფაქტობრივად, სტაბილურია. მეტსაც გეტყვით, გარკვეულწილად, ფასი დაღმავალიც იყო.  რუსეთი შარშანდელ და წლევანდელ მოსავალს  ისე აქტიურად ვერ ყიდის, როგორც საპროგნოზოა.  შესაბამისად, ჩვენი მიმართულებით ხორბლის უფრო მეტი რაოდენობაა დარჩენილი.  აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართულებით დაღმავალი ფასია. ანუ, შეგვიძლია, დადასტურებულად ვთქვათ, რომ პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ არსებობს.

 

ფასი სტაბილური და შენარჩუნებული იქნება. ჩვენ კომუნიკაცია ” პურის მწარმოებელთა ასოციაციასთანაც” გვაქვს,  პურის ფასთან მიმართებით დღეს არავითარი კითხვის ნიშნები არაა.  მათი თქმით, ფასი სტაბილური იქნება  და ალბათ,  ისინიც გამართავენ პრესკონფერენციას”, – განაცხადა სილაგავამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი თავდგირიძე
"არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასადურ დემოკრატიასო" - რას წერს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...

სოცმედია 1695932700

არჩილ გამზარდია
"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ" - რას წერს არჩილ გამზარდია

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული.  სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...

სოცმედია 1695932400

ბიჭი
"მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... მზე, სიკეთის ბიჭი მოგვიკლეს..." - გურიაში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა. "გლ...

სოცმედია 1695931800

სოხუმი
„გაეძრობა მერე შენივე "ტრ**იპერო" ქართველი და - სეპარატისტებთან დიალოგი გვჭირდებაო“ - ბესო ლორია

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს  გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს: „ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი: "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულის...

სოცმედია 1695931500

ნუგზარ-სულაშვილი-1.jpg
"მეომრებს არ ჩაგვიფსია. ჩაიფსა ხელისუფლებმა და მას შემდეგ, დღემდე ჩაფსმული დადის!!!“ - რას წერს ნუგზარ სულაშვილი

"იარე, ლიზა!" - ციტატა ფილმიდან: "ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის... როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი... ჩვენ გმირები არ ვიყავით..." /ლიზას ქმარი/ პ.ს. დიახ, ჩვ...

სოცმედია 1695931500

ლომჯარია
ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია - ნიკა გვარამია

ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია, - ამის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. „ფარცხალაძე აკონტროლ...

პოლიტიკა 1695930900