"გარდაიცვალა" - რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს გიორგი სუხიტაშვილი

გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობარი, ზედმეტსახელად "ძია" გარდაიცვალა.

"თბილისში, შეშელიძის 49 ნომერში ერთი პატარა ვულკანიზაციაა, სადაც ერთი კარგი კაცი მუშაობს, ჩვენ სამეგობრო მას ძიას ვეძახით.

მართლა კარგი ადამიანია ჩვენი ძია, პატიოსნად შრომობს, არ ეშლება დიდი და პატარა, ყველას ეხმარება, პატივს სცემს, კარგი მეოჯახეა, სულ თავის ოჯახსე და შვილიშვილებზე გვესაუბრება, გვაჩვენებს ფოტოებს და ვიდეოებს. უყვარს თავისი კუთხე და სოფელი.

მისი ნათესავია ჩვენი ნაკრების და ფრანგული მეცის ფეხბურთელი გიორგი (ჟორჟი) მოქაუტაძე, იცის რომ სპორტი მიყვარს და როცა მივდივარ თან საქმეს აკეთებს და ისე მეუბნებახოლმე სიამაყით და სითბოთი გაჟღენთილი ღიმილით, ნახე რა ქნა ჩვენმა ბიჭმა  ორი გოლი გაიტანა, თვის საუკეთესო გახდაო.

თავის პატარა საქმისგან დამტვერილ ოთახში სულ ცდილობს წესრიგი ჰქონდეს  მოკაუჭებულ მავთულებზე მისთვის საჭირო რამეები აქვს ჩამოკონწიალებული, იქით ძველი მაგნიტოფონი უდევს რომელიც მხოლოდ რადიოს ფუნქციას ინარჩუნებს, უამრავი საბურავი და დისკი აქვს მიწყობილი.

ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ხშირად ჟორჟის ნაჩუქარი საფეხბურთო კლუბ "მეცი"-ს სპორტული ფორმა აცვია ხოლმე, მეც მივადგები და ვეუბნები, ძია როდის უნდა მაჩუქო ეგ ფორმა რო გაცვდებათქო?

არა ძია შენ ამას როგორ გაკადრებ, აი ჩვენი გიოგი რო ჩამოვა ჩამოვატანინებ შენთვისო.

თან რაღაცნაირო კეთილი ღიმილი აქვს და  თვალები აულ უციმციმებდა.

დღეს 1 ივნისია, ჩემმა მეგობარმა ირაკლი შარაშენიძემ ჩვენი სამეგობროს საერთო ჩატში ერთი მესიჯი დაწერა, 

"ბიჭებო სანდრო ძია დაიღუპა"

ამ მესიჯის წაკითხვიდან თითქმის ორი საათი გავიდა, გული მაქვს შეკუმშული, ჩვენი საყვარელი მოხევე ძია აღარ არის იქ შეშელიძის 49-ში.

მანქანას რომ გავაჩერებ აღარ გამოვა მეცის სპორტულით მაჯებაკეცილი, ცივ სასმელს რომ შევაწოდებ აღარ მეტყვის უხერხულ მადლობას, ვეღარ ვიხუმრებთ და ვიცინებთ ერთად.

ძია იყო უბრალო მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი.

გთხოვთ სიცოცხლეში ყველას აგრძნობინეთ რომ მნიშვნელოვანია.

ბედნიერი ვარ რომ მე და ჩემმა ბიჭებმა ეს გავაკეთეთ და ვუთხარით ბევრჯერ.

ვწუხვარ რომ ძიას ვერ დავემშვიდობები პირადად, ძალიან ვწუხვარ რომ ასე ნაადრევად წავიდა ჩვენგან", - წერს სუხიტაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო
სკანდალი სასწრაფოში - ჯანდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ დაკავების მომენტში ბრალდებულები მათთან აღარ მუშაობდნენ

სკანდალი სასწრაფო დახმარების ცენტრში - ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაკავების მომენტში ბრალდებულები მათი თანამშრომლები აღარ იყვნენ. ჯანდაცვის სამინისტრო ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საგა...

კრიმინალი 1711717350

სააკაშვილი
“ივანიშვილის რეჟიმს ეს თემა არ უნდა დავაბლოკინოთ!” – ვის მოუწოდებს აქციებისკენ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წერს: „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის.ჩემი აზრით, უ...

პოლიტიკა 1711717271

სანაიაა.jpg
„გიორგი სანაიამ ლიფტში გვითხრა, რომ ჰქონდა კასეტა, სადაც ჩანს, თუ როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამას საჯაროზე გამოიტანდა… შემდეგ რაც მოხდა, იცით“ – მექა ხანგოშვილი

„სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბამ­დე ორი დღით ადრე, „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში ვი­ყა­ვი.. გა­და­ცე­მის შემ­დეგ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ამ რომ გა­მოგ­ვა­ცი­ლა, ლიფ­ტში გვი­თხრა, რომ მას აქვს კა­სე­ტა, სა­დაც ჩანს, რო­გო...

კრიმინალი 1711717072

შეწირული
თბილისის კლასიკური გიმნაზიის ლეგენდარული დირექტორი ლიანა შეწირული გარდაიცვალა

გარდაიცვალა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ლიანა შეწირული. ლიანა შეწირული პირველ სკოლას თითქმის 50 წელი ხელმძღვანელობდა. ამ სკოლის ისტორიაში აისახა ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მნ...

საზოგადოება 1711716368

ხვიჩია
„ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო“ - იაგო ხვიჩია

ლგბტ პრო­პა­გან­და ჩავ­წე­რე Google-ში და პა­პუ­აშ­ვი­ლი ამო­მიგ­დო. ეს არის პა­სუ­ხი იმა­ზე, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი ლგბტ პრო­პა­გან­დის­ტი - "პრა­იდ­შიც" “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა”, - ამის შე­სა­...

პოლიტიკა 1711716268

ქუთაისის აერო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ინფრასტრუქტურისა გაუმჯობესებასა და მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. დავით აღმაშენებლის სახელო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711716228