გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი - პროგნოზი 15 ოქტომბრამდე

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

ქ. თბილისში მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +20 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი იქნება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნათია მეზვრიშვილი
„აქციებში მონაწილეობას მივიღებთ“ - ნათია მეზვრიშვილი

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი...

პოლიტიკა 1730467064

თსუ- ჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო ვიზიტით  ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომის მიმნიჭებელი პროფესიული პროგრამის დელეგაცია ეწვია. ოცდასამკაციან დელეგაციას  თსუ-ის ვი...

განათლება 1730467003

ხუხაშვილი
„ოპოზიციური პარტიების სირთულე სწორედ ამაშია” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ცვლილება მიზანი, ან მითუმეტეს თვითმიზანი კი არ არის, ეს არის საშუალება იმისათვის, რომ მივაღწიოთ რეალურ მიზანს – ყველა იმ მანკიერების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის...

სოცმედია 1730464490

ესპანეთი წყალდიდობა
ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 205-მდე გაიზარდა

ესპანეთში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 205-ს მიაღწია. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება და მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის კიდევ გაზრდა. 202 დაღუპული ვალენსიის რეგიონში აღირიცხა. ესპანეთ...

მსოფლიო 1730464316

პრესა
“შეწყვიტეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე” – პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ. განცხადების ხელმომწერი 6 საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლებიც მედიის თავისუფლების, ასევე, ორგანიზაციების გამოხა...

პოლიტიკა 1730463847

მდინარაძე
„ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? – მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს

„არ მოუტყუებია ხაზარაძეს- ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? თქვენ თბილისში გგონიათ თქვენი თავი ?! რუსული, რუსული, რუსული – მე მგონი ამ სიტყვ...

პოლიტიკა 1730463662