იოანე ზოსიმეს ხელნაწერი მილიონ ფუნტად იყიდება

ზოსიმე

ქართული ხელნაწერი მილიონ გირვანქა სტერლინგად საერთაშორისო აუქციონზე. 
  
იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ფასი "კრისტის" აუქციონზე 1, 000 000 - 1, 500 000 გირვანქა სტერლინგია.

დღეს, 11 ივნისს,  ლონდონის  Christie's  აუქციონზე Manuscript Masterpieces from The Schøyen Collection  წარმოდგენილი იქნება სინაის მთის (ეგვიპტე)  ხელნაწერი არამეულ და ქართულ ენაზე.

ის ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -13 საუკუნეებში.
შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.

უკვე მე-10-ე საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი, ხუცური ანბანით, რომელიც 70 გვერდს მოიცავს და რომლის ავტორიც უდიდესი ქართველი მოღვაწე, ბერი და ჰიმნოგრაფი იოანე ზოსიმეა. ამაზე თავად გადამწერი ერთ-ერთ გვერდზე მიუთითებს. პალიმფსესტი დაწერილია 979 წელს და ის ინახებოდა სნია მთაზე წმ.ეკატერინეს მონასტერში.

ხელნაწერი მარტინ შოენის კოლექციიდან იყიდება.
1955 წლის ზაფხულში ფლორენციაში 15 წლის მარტინ შოენმა შეიძინა თავისი პირველი ანტიკვარული წიგნი – ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წ. ამ ხელნაწერის შეძენიდან დაიწყო ოდესმე შეკრებილი ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ისტორია.

1980-იანი წლების ბოლოს მარტინ შოენი და მისი კოლექცია ცნობილი გახდა აუქციონის სახლებისთვის, მეცნიერებისთვის და დილერებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი მასშტაბისა და ხარისხის კოლექციის შეგროვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტინ შოიენმა წარმატებას მიაღწია.

კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვა.

ცნობილია, რომ აუქციონი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი
"გამარჯვება ბიჭებო" - პრეზიდენტი ეროვნულ ნაკრებს

"გამარჯვება ბიჭებო" - ამ სიტყვებით ამხნევებს დორტმუნდში ჩასული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.   დორტმუნდის სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველო:თურქეთის თამა...

საზოგადოება 1718722917

აშშ ელჩი
„რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი პარტიასთან, ვინც აფინანსებს ოკუპანტს?“ - აშშ-ის ელჩი ჩინეთზე

რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთი...

პოლიტიკა 1718722846

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი
„რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს“ - დანიგანი

უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის პრემიერმინისტრი აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ჩვენი ურთიერთობის ძველ რელსებზე დაბრუნების. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკ...

პოლიტიკა 1718722744

შოთაძე
"კანდიდატი არსებობს" - ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს

ვინ აღმოჩნდება ირაკლი შოთაძის ადგილმონაცვლე? - მთავარი საგამოძიებო უწყება ქვეყნის პირველი გამომძიებლის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც შოთაძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.   "პირველები" შეეცადა, გაერკ...

პოლიტიკა 1718719430

ჩერგოლეიშვილი
„ასეთ ოლქში შევედით პატრიარქის, ზვიადის და მიშას მტრებად შერაცხული „ელჭიპიტი იეღოვლები“ ბიძინასთან საჭიდაოდ“ – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „გრძელი პოსტია, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა.გუშინ ერთ გონიერ ადამიანს შევხვდი და მასთან საუბრითაა ინსპირირებული. (ამის მერე ფ...

სოცმედია 1718719090

თემირლან
"ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული" - სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაჩალიკაშვილის საქმეზე

 სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეხმაურება 2024 წლის მარტში ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას "მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმესთან დაკავშირებით. უწყება ამბო...

სამართალი 1718718939