ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დადებითად შეაფასა

კლინიკა

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს 12 სამედიცინო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში COVID-19-ის ოპერატიული მართვა შეფასდა.

შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც მედიცინის დოქტორმა, ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დარგში სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა კნუტ ტაქსბრომ წარმოადგინა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილება საქართველოში დაკვირვების ქვეშ არსებულ კლინიკებს შორის საუკეთესოდ შეფასდა.

მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იყო კლინიკურ მართვაზე, კლინიკების შესაძლებლობებზე, აღჭურვილობაზე, სისტემაზე, ინტენსიური თერაპიის მართვის პროცედურებსა და პერსონალზე.

„ ...აქ კარგად ფუნქციობს პროცედურები კლინიკაში ადრეულ სტადიაზე საეჭვო/დადასტურებული შემთხვევების გამოსაყოფად. მკაფიოდ ხდება ფოკუსირება მულტიდისციპლინური გუნდის მიდგომებზე პაციენტების კლინიკურ მართვასთან მიმართებაში, რომელიც გაიდლაინებზეა დაფუძნებული, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდებს იყენებენ.

როგორც ჩანს, განყოფილება ძალიან კარგად იმართება, სისტემატურად ხდება პაციენტების კლინიკური მონაცემების შეგროვება შედარებითი ანალიზის ჩასატარებლად და კლინიკური მართვის ფარგლებში გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირების მიზნით. გამოქვეყნებულია რამდენიმე რეცენზირებული პუბლიკაცია COVID-19-ის მართვის შესახებ. ეს განყოფილება არის დადებითად გამორჩეული“, - აღნიშნულია ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეხება.

საქართველოში არსებული კლინიკების მონიტორინგი მიზნად ისახავდა COVID-19-ის პრევენციის, მართვისა და კონტროლის სწრაფი გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მიღებული დადებითი შეფასება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მორიგი დიდი აღიარებაა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534

ჩვილი
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა

ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი  მნიშვნელ...

საზოგადოება 1711644163

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
ვიდეო: „ასეთი “სუნიანები” არიან... დაუბანლები” ეთიკურადაც” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტურ...

სოცმედია 1711643685

გოკა გაბაშვილი
„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე... დარასელიადან - კვეკვესკირამდე“ - გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! - გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” - ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელი...

სოცმედია 1711641685

სევასტოპილი თვთმფრინავი
სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ, თავისივე Су-35 ჩამოაგდეს

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-35  ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-ის არხები ავრცელებენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ზღ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711641588

მგელი
ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა. შეგახსებეთ, რომ ტურის და მგლის პოპულაციების არეალის, რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი...

საზოგადოება 1711640472