კახა კალაძე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

მუზ

თბილისის განვითარების ფონდი, მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროექტს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო.

დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეემატება.

„აბრეშუმის მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს,  იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,  რომელიც ძალიან ლამაზი ნაგებობაა. პირველი,  რაც გაკეთდა, ეს იყო კონსტრუქციების გამაგრება, რომელიც ფაქტობრივად იშლებოდა. მიწის ქვემოთ არსებული გრუნტის წყლების გამო საძირკველი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სარდაფები კი წყლით იყო ავსებული. დღეს ეს ყველაფერი მთლიანად რეაბილიტირებული და მოწესრიგებულია. გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, რომელიც წყალს არიდებს აღნიშნულ შენობა-ნაგებობას. პროექტის დასრულებამდე ორი თვე დარჩა. თითოეულ დეტალზე და ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული და  ეს ყველაფერი დასრულდება  ეზოს მოპირკეთებით და გამწვანების სამუშაოებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, გაეცნენ დიდუბის  რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და

საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.

პროექტი ხორციელდება „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა  და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით.

რეაბილიტაციის I ეტაპზე შენობა კონსტრუქციულად გამაგრდა, რეაბილიტირდა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, დაისხა ფილები, მოეწყო გათბობის სისტემა, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა რკინის შიდა კარი და ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და სართული სრულად ადაპტირდა შშმ პირების საჭიროებებზე.

მეორე ეტაპზე გაილესა და შეიღება კედლები და ჭერი, რესტავრირდა ჭერის კარნიზების ნაწილები, გამოიცვალა თუნუქის სახურავი, მუშტაიდის ბაღის მხარეს შემოიღობა ტერიტორია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მხატვრული მინათების და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე წინა ეზოს  კეთილმოწყობა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი...

პოლიტიკა 1713948316

კალაძეეე
ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციას დღეიდან იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგა...

საზოგადოება 1713948207

კალა
კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის...

საზოგადოება 1713948123

კალაძე ივანიშვილი
კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს...

პოლიტიკა 1713947697

თიბისი
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713940500

გოგა მანია
“ყველაფერს ნულიდან დაიწყებთ…”- ვის მიმართავს გოგა მანია

ეზოთერიკოს, გოგა მანიას რჩევები 5 ზოდიაქოს, რომელსაც წარმატება ელოდება. „ყველა ტკივილი და გაურკვევლობა რჩება უკან და ყველაფერს ნულიდან იწყებთ. ესენი არიან: კირჩხიბი - ვერძი - კურო - მერწყული - მორიელი...

სოცმედია 1713903240