კახა კალაძე: მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს

საზოგადოება 1686040098    98

მესხის სტადიონი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყოფებოდა.

სტადიონი საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, საქართველო მომზადებული ხვდება ევროპის ჩემპიონატს.

„ქვეყანა მზად არის საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის  ჩასატარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა ასეთი ტურნირებისთვის და მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ტურნირს. სტადიონი სრულად არის განახლებული და რეაბილიტირებული უეფას სტანდარტებით. ყველაფერი, რაც იყო მოთხოვნილი, გაკეთებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც აღნიშნული ტურნირი გაიმართება. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უკეთ გავაცნოთ საქართველო მსოფლიოს, ევროპას, ვაჩვენოთ ჩვენი სტუმარმასპინძლობა, ჩვენი კულტურა, უგემრიელესი სამზარეულო, ულამაზესი დედაქალაქი და რეგიონები. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებშიმოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების,  უსაფრთხოების, გახმოვანების სისტემები; გამოიყო სხვადასხვა სივრცეები; დამონტაჟდა ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები და ლედ სარეკლამო კედლები და ა.შ.

ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, საქართველოში ჯამში, 10 სტადიონი რეაბილიტირდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პუტინი
პუტინმა ახალი დღესასწაული დააწესა - რას აღნიშნავენ 30 სექტემბერს რუსეთში

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რუსეთთან ახალი რეგიონების გაერთიანების დღის აღნიშვნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთში ახალი დღესასწაული 30 სექტემბერს აღინიშნება. შესაბამ...

მსოფლიო 1695960264

ევრო დოლარი
რა ეღირება დღეს ვალუტა - დოლარის და ევროს ახალი კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 29 სექტემბერს - ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი - 2.6832;1 ევრო - 2.8270;1 ფუნტი - 3.2719;1 ლირა კი 0.0979 ლარი ეღირება.

ბიზნესი & ეკონომიკა 1695959978

დავით ზურაბიშვილი
„არსებობს დედის @რაკი, რომელიც...” – დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი:   “იარე ლიზას” გამო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაც გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, მაგრამ ხანდახან თავს ვიტყუებთ, რომ თითქოს არ ვიცით ან თითქოს ყველაფერი სხვანაირადაა....

სოცმედია 1695959825

ოთარ ფარცხალაძე
„ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია... ესენი არიან კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს“

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, მთავარი არხის ეთერში, ამბობს:ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია თუ არმია, როგორც არის. 2 000 არის მარჯვენ...

პოლიტიკა 1695959631

გახარია პრსსამსახური
რატომ დატოვა გიორგი გახარიას პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პარტია  

გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მდინარაძემ "პირველებს" დაუდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. სოფო მდინარაძე გიორგი გახარიას  პარტიაში საზოგადოებასთან ურთ...

პოლიტიკა 1695959507

მარგველაშვილი ივანიშვილი
„ოცნების“ სკანდალური კულუარები საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდა ივანიშვილი 2 თვის არჩეულ მარგველაშვილს გადადგომას

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდნენ პრეზიდენტად 2 თვის არჩეულ გიორგი მარგველაშვილს გადადგომას?   10 წლის წინ, სოლოლაკის სასახლეში შემდგარი შეხვდრის დეტალები "ტვ პირველის" ეთერში, გადაცე...

პოლიტიკა 1695959362