კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

კალა

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ავარიული შენობის სრულ დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად, ახალ, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

„გვაქვს კიდევ ერთი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი. ავარიული სახლები ქალაქში ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მოხდეს იმ საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.  ნაგომარის ქ. N47-ში ორსართულიანი შენობა და ერთსართულიანი ე.წ. ბარაკები მდებარეობს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. აღნიშნულ ტერიტორიაზე 47 ოჯახი ცხოვრობს. მათ დროებით, ქირით გავიყვანთ და მუნიციპალიტეტი ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს. პროექტის დასრულების შემდეგ ისინი მიიღებენ გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს ახალაშენებულ, 6-სართულიან კორპუსში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შედეგაც უკვე გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ მშენებლობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ, გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908