კრწანისის რაიონის გამგებელმა 2022 წელს შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა

კრწანისი

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

2022 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღსანიშნავია სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, რომელიც 6 მისამართზე განხორციელდა. სპორტული მოედნები მოეწყო ან რეაბილიტირდა 10 მისამართზე. ასფალტის საფარი შეიცვალა 25 150 კვ.მ. ფართობზე - ჯამში, 113 მისამართზე. ასევე, მიმდინარე წელს დასრულდა აბანოს ქუჩა N23-ში მდებარე კულტურული ძეგლის რეაბილიტაციაც.

პრეზენტაციაზე  კრწანისის რაიონის გამგებელმა 2023 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.

„მიმდინარე წელს, კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით, შესრულდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური პროექტები; ჩავატარეთ საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიებები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს დავეხმარეთ, მოეგვარებინათ ის პრობლემები, რომლებიც სამეზობლოს აწუხებდა.

მომავალ წელს გვაქვს კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი და ბუნებრივია გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი რაიონის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540

გახარია
"ოცნების" ოფისში „რაზბორკები“ მომიწყეს“ - გიორგი გახარია

„მე ვიყავი ერთადერთი "ოცნების" წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს  მიუღებელია...

პოლიტიკა 1711692060

საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382