ლევან ჩიკვაიძე: „საქართველოს ფოსტა" რუსთაველზე წარმოდგენილია საფოსტო ატრიბუტიკით, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან და ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს საქმიანობასთან"

საზოგადოება 1653561262    83

ჩხიკვაძე

„საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლევან ჩიკვაიძემ დღეს რუსთაველის გამზირზე მოწყობილ „საქართველოს ფოსტის" პავილიონში დამთვალიერებლებს პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! „საქართველოს ფოსტა" დღეს წარმოდგენილია საფოსტო ატრიბუტიკით, რომელიც დაკავშირებულია როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, ასევე ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს საქმიანობასთან. დღეს წარმოდგენილი გვაქვს საფოსტო დარგის განვითარების პროცესი - დაწყებული 1804 წლიდან 2022 წლამდე. ასევე წარმოდგენილი გვაქვს ევროპის მარკაც, რომლის კონკურსიც ყოველწლიურად ტარდება და წელსაც საქართველოს ორი მარკა აქვს წარდგენილი „პოსტ ევროპის" კონკურსზე", - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ამის გარდა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის" სივრცეში ვიზიტორებს მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა და ვიდეოსტენდი დახვდებათ, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, QR კოდის საშუალებით გაეცნონ ინფორმაციას. „საქართველოს ფოსტა" დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს -  საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი სტენდი, ასევე მოძრავი საფოსტო ყუთი, საიდანაც მსურველებს წერილის გაგზავნის საშუალება აქვთ.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში  სადღესასწაულო  ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში.  მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის,  „საქრუსენერგოს," ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სივრცეები და პავილიონები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი სასტუმრო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035184

თბს
თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035104

საბურთალო
საბურთალოს რაიონში 71  სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან...

საზოგადოება 1657034970

საქბანკი პლუს
PLUS- ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებს და საჩუქრებს მიიღებს

5 ივლისი, 2022- 5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც  დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657034850

პუტინის საათი
პუტინური ჯოჯოხეთი - გაეროს მონაცემებით, რაშისტებმა 4 889 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657033418

ბათუმის პორტი
რუსული დროშით მცურავი გემები ბათუმის პორტში - შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...

პოლიტიკა 1657032798