მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა

საზოგადოება 1637921293    26

იაშვილი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება გრძელდება. დღეიდან პატარა პაციენტები ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს ინფრასტრუქტურულად და კლინიკურად განახლებულ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მიიღებენ.

იაშვილის საავადმყოფოს ბაზაზე გახსნილი ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ერთ სივრცეში 17 მიმართულებით სამედიცინო სერვისებს აერთიანებს. მათ შორის არის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც სრულ ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ რადიოლოგიურ კვლევებს უზრუნველყოფს. პაციენტების მკურნალობა ექიმების გუნდის მიერ ინდივიდუალური მიდგომით ან ერთობლივი კონსილიუმების შედეგად იგეგმება. რთული კლინიკური შემთხვევების მართვაში ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს პედიატრიული მიმართულება ერთვება, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექსპერტებისგან.  აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომლობა ჰოლანდიაში არსებულ პათომორფოლოგიურ ლაბორატორიის ბაზასთან, სადაც ხორციელდება რთული შემთხვევების ანატომიური დიაგნოსტიკა.

ინფრასტრუქტურული ცვლილებების პაციენტების კომფორტზე მაქსიმალურად არის მორგებული და ემსახურება მულტიპროფილურ სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში. ამის მაგალითია პულმონოლოგიის ცენტრი, სადაც პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფთიზიატრი, გულმკერდის ქირურგი და ფილტვის ფუნქციების სპეციალისტი ერთობლივი მუშაობით საზღვრავენ პაციენტის მდგომარეობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მოსულ პაციენტებს მათზე მორგებული, კომფორტული გარემო დახვდებათ. მოეწყო გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. ცენტრში გამართული ოპერატიული სისტემის მეშვეობით გამარტივდა წამყვან ექიმებთან ვიზიტის დაჯავშნა. სამედიცინო მანიპულაციების დროს სტრესის შესამცირებლად პატარა პაციენტების ყურადღება კი VR სათვალით ნაჩვენებ ანიმაციას დაეთმობა.

სამედიცინო სფეროში 45-წლიანი ისტორიის მქონე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში ერთადერთი მესამე დონის რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ სეგმენტს მართავს.

აღსანიშნავია, რომ ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა გასული 4 წლის განმავლობაში იაშვილის საავადმყოფოში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად აღჭურვა ონკო-ჰემატოლოგიის, ურონეფროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები. ასევე, გაიხსნა განახლებული პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილება. პროექტის დასასრულს კლინიკა  ყველა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამ მიმართულებით მუშაობენ როგორც ქართველი, ასევე - უცხოელი ექსპერტები.

ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი იაშვილის საავადმყოფოში 2023 წელს დასრულდება, რისთვისაც, ჯამში, 14 მლნ ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გაქირავება
რა რუსები, თქვენ არ ინდობთ თქვენს ერს... როგორც ჩამოვედი თბილისში, ისე ვბრუნდები უკან - რას წერს პირველკურსელი სტუდენტი

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...

სოცმედია 1660159852

ასტროპროგნოზი
11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...

ეს საინტერესოა 1660159125

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 11 აგვისტოს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...

საზოგადოება 1660157119

კახოვკას ხიდი
გამანადგურებელი დარტყმა რაშისტებს - უკრაინელებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660150800

დაპირისპირება
ყოფილი დეპუტატისა და პოლიციის მაღალჩინოსნის დაპირისპირება ახალქალაქის ცენტრში

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...

სამართალი 1660150631

რუსი მამაო ქათმები
ეს ვიდეო აუცილებლად ნახეთ - რუსმა მღვდელმთავარმა ქათმები დალოცა

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.  

მსოფლიო 1660147344