მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვან ბლოგერებს და ინფლუენსერებს შეხვდა

ქვევრიშვილი

„მივესალმებით საერთაშორისო ბლოგერებისა და ინფლუენსერების სტუმრობას საქართველოში, რომლის შედეგადაც ჩვენ ვნახავთ არაერთ სტატიას თუ ბლოგს საქართველოს კურორტების, ზოგადად, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც განვითარებული ტურისტული ქვეყნის ცნობადობის ზრდას და დაგვეხმარება ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო ბლოგერებისა და ინფლუენსერებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც ველნეს კურორტ ბიოლში გაიმართა.  მასთან ერთად მოწვეულ სტუმრებს მიესალმა  USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი. საერთაშორისო სამთო მოგზაურები, Facebook-ის,  Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების  წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სამთო ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სტუმრობენ. ეს პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller - თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID - ის  (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო)  ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს 7 ქვეყნის 15 სამთო მოგზაური ეწვია. ისინი დაათვალიერებენ საქართველოს სამთო კურორტებს და გაეცნობიან იქ არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. Facebook-ის,  Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების  წამყვანი ბლოგერები და ინფუენსერები  ნახავენ გუდაურს, ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდასა და ბორჯომს.აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულში განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.ინიციატივის ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყებენ საკმაოდ მაშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში და პოპულარიზაციას გაუწევენ  საქართველოს სამთო, სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით  ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ.  შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID - ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდებზე აიტვირთება.პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 29 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის მოს...

საზოგადოება 1711627320

კირილი
პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი "წმინდა ომად" გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს -"სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ახალი ეტაპი რუსი ხალხის ეროვნულ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711626954

ბაკურიანი
"მთავარის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს. ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დრ...

შემთხვევა 1711626083

სა
ჯაბა სამუშიამ გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორი...

განათლება 1711625700

საზოგადოება
არავინ კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას, არც ორი ნიკას, არც არავის ხათრით, მათთვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად - ნიკა მელია ქუთაისის საკრებულოზე

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახ...

პოლიტიკა 1711625220

ბაკურიანი
ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც...

შემთხვევა 1711623240