"მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე" - ლომჯარია

საზოგადოება 1629789484    9

ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

"რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო და სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ის, რაც დღეს ხდება. რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება.

ამ ვითარებაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე, სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

რატომ არავინ მსჯელობს - პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.

ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ თემის სადისკუსიო საკითხად წამოწევას მაშინ, როცა ასეთი ტრაგიკული და რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია". - თქვა ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში.

მან ასევე ხაზი გაუსვა სათანადო რეგულაციების არარსებობას მაშინ, როცა კორონავირუსით დღეში 60-70 ადამიანი იღუპება.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოში კორონავირუსი არა მეცნიერული გათვლების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება.

"საქართველოში პანდემიის მართვა ხდება არა ეპიდემიოლოგიური ან მეცნიერული გათვლების თუ მონაცემების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უფლებას.

არ შეიძლება მაშინ, როცა დღეში 60-70 ადამიანი იღუპება, ყველაფერი იყოს ღია.

ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არიან პასუხისმგებლები, გვესმის საუბარი ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ყველა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე. ეკონომიკაზე ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, მინისტრებმა.

ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროზე, არ გვესაუბრებიან იმაზე, თუ რა არის მათი პრინციპული პოზიცია და რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე ხმამაღლა. მინდა, მესმოდეს მათი პრინციპული პოზიციები, რა შეიძლება, რომ დღეს გავაკეთოთ". - თქვა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლაზარეს მამა
ბექა გრიგორიადისი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა

ბექა გრიგორიადისი მოსამართლემ ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი 2 000-ლარი დააკისრა. გრიგორიადისი გასულ ღამეს, პარლამენტთან იმ დროს დააკავეს, როცა ის კარვის გაშლას ცდილობ...

პოლიტიკა 1685731956

Tsu
თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდა

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. არჩევნები უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე, ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის-ტუ...

განათლება 1685731887

აქც
"მილიციამ ლაშა ჯანჯღავა დააკავა, რუპორი ეჭირა ხელში" - დაკავებები პარლამენტთან

პოლიცია პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს აკავებს. ადვოკატ შოთა თუთბერიძის შემდეგ, სამართალდამცველებმა ლაშა ჯანჯღავა დააკავეს: "მილიციამ ამჯერად ლაშა ჯანჯღავა დააკავა, ასევე ლაშაც კიბეებზე იდგა და პლა...

პოლიტიკა 1685731451

აქცუ
"ბანერი ეჭირა, რომელსაც ეწერა ირაყლი" - პარლამენტთან ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს. დაკავების მიზეზი ბანერი გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა ავრცელებს ''Shota Tutberidze დააკავეს...

პოლიტიკა 1685731225

აქცი
პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი პირია დაკავებული

"დროას" წევრის, შუშანა მაცაბერიძის ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი პირია დაკავებული: "2023 წლის 2 ივნისს, პარლამენტის წინ ბანერები თავზე გადაგვახიეს, არანაირი გადატანითი...

პოლიტიკა 1685731047

ღარიბაშვილი შოლცი
მოულოდნელი აუდიენცია გერმანიის კანცლერთან - "მთავარის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი 8 ივნისს ოლაფ შოლცს ბერლინში შეხვდება

მოულოდნელი აუდიენცია გერმანიის კანცლერთან - "მთავარის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი 8 ივნისს ოლაფ შოლცს ბერლინში შეხვდება. რას უკავშირდება კონკრეტულად მთავრობის მეთაურის ბერლინში გამოძახება უცნობია...

პოლიტიკა 1685730924