"მოძღვარი ნანობს ამ საქციელს" - რას აცხადებს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი

საზოგადოება 1653506737    301

მღვდელი

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მარტინე ლომთაძეს, რომელმაც იუბილე ზარ-ზეიმით ტაძარში აღნიშნა, მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

"სოციალურ ქსელსა და საინფორმაციო საშუალებების ინტერნეტგვერდებზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია, როგორ უხდის მრევლი სასულიერო პირს დაბადების დღეს ტაძარში ტორტით, მუსიკისა და ხმაურის თანხლებით.

საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხებოდა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მარტინე ლომთაძეს. მასთან გასაუბრებისა და ვითარების გარკვევის შემდეგ, დეკანოზს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრისგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება. თუმცა აქვე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. კერძოდ:

დეკანოზი მარტინე ლომთაძე 15 წელზე მეტია სასულიერო პირია. ამ ხნის განმავლობაში არცერთი შენიშვნა არ მიუღია, არც რაიმე გადაცდომა და უჯერო საქციელი ჩაუდენია, რის გამოც გაკიცხვის ან დასჯის ობიექტი გახდებოდა. უფრო მეტიც, რეპუტაციიდან გამომდინარე, იგი ეპარქიაში გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ღვთისმსახური. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დეკანოზი დიაბეტიანია. ამის გამო იგი არის შშმ პირი, მოკვეთილი აქვს ფეხის ᲗიᲗები, უჭირს გადაადგილება და თავისუფლად მოძრაობა. ტაძართან კი, სადაც მამა მარტინე მსახურობს, არ არის არც მღვდლისთვის მოსასვენებელი ოთახი ან ცალკე რაიმე ნაგებობა. სწორედ ეს გარემოებები გახდა ზემოაღნიშნული გადაცდომისა და ტაძარში სადღესასწაულო სუფრის გაშლის მიზეზი.

რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი ყოვლად დაუშვებელი და ცალსახად გადაცდომაა. თავის მხრივ, მოძღვარიც ნანობს ამ საქციელს. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც შემდეგ ამ ფაქტს მოჰყვა, არანაკლები დანაშაულია. როგორც გაირკვა, სასულიერო პირსა და მრევლს, სუფრის გაშლისა და ტორტით მილოცვის მიუხედავად, ტაძარში ღრეობა არ გაუმართავთ. ვიდეოს მუსიკა და სხვადასხვა ეფექტი სოციალურ ქსელში ატვირთვამდე დაადეს და ისე გაავრცელეს, რასაც სასულიერო პირის ძაგება, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა მოჰყვა. ეს კი არანაკლები სიმძიმის დანაშაულია, ვიდრე ტაძარში მომხდარი გადაცდომა", - ნათქვამია ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის, გიორგი შალამბერიძის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი სასტუმრო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035184

თბს
თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657035104

საბურთალო
საბურთალოს რაიონში 71  სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან...

საზოგადოება 1657034970

საქბანკი პლუს
PLUS- ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებს და საჩუქრებს მიიღებს

5 ივლისი, 2022- 5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც  დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1657034850

პუტინის საათი
პუტინური ჯოჯოხეთი - გაეროს მონაცემებით, რაშისტებმა 4 889 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657033418

ბათუმის პორტი
რუსული დროშით მცურავი გემები ბათუმის პორტში - შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...

პოლიტიკა 1657032798