მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა - მესამე სექტორი

სკოლები

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაზრდილი ინფიცირების გამო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვის გადაწყვეტილება არ მიიღოს. როგორც მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რეკომენდაციებით:

"კოვიდ-19 პანდემიამ  უპრეცედენტოდ ნეგატიური გავლენა იქონია გლობალური განათლების სისტემაზე და 1.5. მილიარდზე მეტი მოსწავლე დააზარალა მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში, წელიწადნახევრიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წლის 4 ოქტომბერს სასწავლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესი საკლასო ოთახებსა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განახლდა.  თუმცა, სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ინფიცირების მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, კვლავ დაიწყო საუბარი მკაცრი შეზღუდვების ამოქმედების შესახებ.

ქვევით ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტებით, რომლის მიხედვითაც, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და  სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე და არ დაუშვას მათი  არადიფერენცირებული დახურვა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში 2304  საჯარო და კერძო სკოლა და 2000-მდე სკოლამდელი განათლების დაწესებულებაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების გახსნიდან 2 კვირაში, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. 14 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისის 186-დან 88 სკოლამდელი განათლების დაწესებულება სრულად დაიხურა კოვიდ 19-ის გავრცელების გამო; ქუთაისში სრულად დაიხურა 13 და ნაწილობრივ 6 დაწესებულება. კახეთში 39 სკოლამდელი განათლების დაწესებულება დაიხურა, ასევე დაიხურა ზოგიერთი დაწესებულების რამდენიმე ჯგუფი.

ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის 69%, ორჯერადად აცრილია მასწავლებლების 52%-ი.

სკოლამდელ განათლებას ბავშვის განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. სწორედ ამ დროს ხდება ბავშვის სოციალიზაცია, უნარების განვითარება, სკოლისთვის მომზადება. UNESCO-ს მიერ განხორციელებული გლობალური კვლევის მიხედვით, მაღალია როგორც პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგი, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით წარმოშობილი პრობლემები.

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობას არ გამოუყენებია ეფექტიანი სტრატეგია სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის მართვის ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭომ გამოსავალი პრობლემისთვის თავის არიდებაში ნახა და სკოლამდელი განათლების დაწესებულები და სკოლები სრულად დახურა.

2020-2021 წლებში ბაღები მხოლოდ 4-6 კვირის განმავლობაში იყო გახსნილი, შესაბამისად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს 1 წლის განმავლობაში თითქმის არ ჰქონიათ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში სიარულის შესაძლებლობა. გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, გამოცდილება ცხადყოფს, რომ სკოლა არ არის ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი წყარო და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და  სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე.

შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს  კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რეკომენდაციებით. ასევე:

 

· აქტიურად განახორციელოს ვაქცინაცია - უზრუნველყოს სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა პერსონალის, აღმზრდელების, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ვაქცინაციის ხელშეწყობა.

· შეიმუშაოს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები.

· უზრუნველყონ სკოლების, ბავშვების და მოზარდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

· დაუყოვნებლივ დაიწყოს 12+ ასაკის ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი

· სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს მხოლოდ დიფერენცირებული მიდგომა - ვირუსის გავრცელების ზონებისა და ტემპების შესაბამისად.

· სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა განიხილოს, როგორც უკიდურესი ღონისძიება" - ნათქვამია განცხადებაში.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის (ორგანიზაციაში გაერთიანებულია 49 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მუშაობენ)

2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

3. ადამიანის უფლებათა ცენტრი

4. საფარი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი არხი
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "მთავარი არხის" საქმეს ეხმაურება

,,რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მარეგულირებელი კომისიის მიერ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტს ცენზურად აფასებს.  ,,მთავრობამ კრიტიკული მედიასაშუალება "მთ...

სოცმედია 1637964689

ლიანა ორკოდაშვილი
"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრე...

პოლიტიკა 1637964139

რეაბილიტაციის გამო
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის  ინფორმაციით, შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: ჩუღ...

საზოგადოება 1637962474

კალაძე
კახა კალაძე მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებნ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.  ,,მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღე...

პოლიტიკა 1637962192

ავარია
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

 ავარია თბილისში -  აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

შემთხვევა 1637955759

ხიდაშელი
"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდ...

პოლიტიკა 1637955439