მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საზოგადოება 1670586819    29

მთაწმინდა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

 

მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 47 051 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 9 ქუჩა შეკეთდა კაპიტალურად; აშენდა გრუნტის დამჭერი 7 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები კი ჩატარდა 137 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 350 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 9 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით,  მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სპორტული მოედანი.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2022 წლის განმავლობაში 256 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 5 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 31 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო წყალარინების ქსელი  29 მისამართზე შეიცვალა.

 

მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა სახის 9 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება;

 

მიმდინარე წელს გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 16 691 550 ლარი დაიხარჯა.

 

პრეზენტაციაზე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2023 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

მთაწმინდის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე და დედაქალაქის მთავრობის წევრები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 31 იანვარს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამ...

საზოგადოება 1675099680

შალვა ნათელაშვილი
„ტუფლები გვიჭერს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი „ტიკ ტოკზე“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე  მიმართა პოლიტი...

სოცმედია 1675094860

პაკისტანი
დაღუპულია 34 ადამიანი - აფეთქება მეჩეთში

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...

მსოფლიო 1675091969

ნაყოფია
კობა ნაყოფიამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი და პოლიტსაბჭოც დატოვა

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...

პოლიტიკა 1675091339

სექსი
წყვილს 1000 დოლარს ჩუქნიან, თუ...

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.   გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...

ეს საინტერესოა 1675090556

ხოფერია
„არაკაცია“ - ხათუნა ხოფერია ენმ-ს ახალ თავმჯდომარეზე

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:   “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...

სოცმედია 1675089931