საზოგადოება • 1685708061 530
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბინძურებული წყლით თბილისში რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, რომელთა ნაწილიც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ“, - ამბობს მარინა ეზუგბაია.
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს წყალი დაბინძურებულია უარყოფენ სემეკსა და წყალმომარაგების კომპანიებში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით.
სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკი მოუწოდებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს აწარმოებს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში.
სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ხდება როგორც წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე), ასევე წყალსადენის მაგისტრალებზე - 404 წერტილში. სასმელი წყლის დაბინძურება არც ერთ წერტილში არ ფიქსირდება.
საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისათვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე - 1501.
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...
სოცმედია • 1702066800
ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...
კრიმინალი • 1702066500
სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...
შემთხვევა • 1702066200
თბილისში ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ახალგაზრდას დამ, ქეთი ლებანიძემ განუცხადა, მისი ძმა სახლიდან გუში...
საზოგადოება • 1702065900
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.
ეს საინტერესოა • 1702065300
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...
საზოგადოება • 1702064744
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი