პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც გაუკეთებენ უფასოდ

საზოგადოება 1642781498    77

აცრა

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც გაუკეთებენ. აცრა უფასო იქნება. ამ ინფორმაციას დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემა იმოქმედებს:

"15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე".

უკვე რამდენიმე წელია, 10, 11 და 12 წლის გოგოებს უფასოდ უკეთებენ აცრას თბილისში, იმერეთსა და აჭარაში. მათ შემთხვევაში აცრა ორდოზიანია და მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.

NCDC-ის ცნობით, ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2,7%-ს შეადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხიდურელი
მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" სახელით მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„ტრადიციულად, როდესაც ყველა აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" უერთდება დღესასწაულს და თბილისში წარმოდგენილები ვართ სამეწარმეო ბაზრობით, რომელშიც მონაწილეობენ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1653553577

მაკრონი
ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოუწოდებს, ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქიცების ევროპულ პოლიტიკას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან წერილი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიწერა. წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დროს, როგორც არასდროს, აუცილე...

პოლიტიკა 1653553279

გივი სიხარულიძე
„გაცოფებული ვარ“ - გივი სიხარულიძე ლევან ბერძენიშვილზე

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. როგორც აღნიშნა, უკიდურესად გაბრაზებულია. „ერთ რამეს გეტყვით და ზუსტად ისე დაწერეთ: მე შვილივით მიყვარს და ძ...

საზოგადოება 1653553059

ვოლსკი
„მადლობა ეკუთვნის “ - რისთვის უხდის გია ვოლსკი ელისო ბოლქვაძეს მადლობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 26 მაისთან დაკავშირებით სოცქსელში წერს: „ხვალ, ჩვენი ხალხის და ქვეყნის საპატივცემულოდ, Radio France, საეთერო დროის ძირითად ნაწილს დაუთმობს ქართულ ფოლკლორულ და კლასი...

სოცმედია 1653552386

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ პავი...

საზოგადოება 1653552153