"ქუთაისისა და ჩემი უსაყვარლესი საოპერო თეატრის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ბატონ პაატა ბურჭულაძეს" - დავით ღვინიანიძე

დავით ღვინიანიძე

,,ეს არის სრული “კატასტროფა”, როდესაც ერი პოლიტიკურ ლაგერებად ქუცმაცდება და ამ სიტუაციიდან გამომდინარე ხალხი ერთმანეთს უპირისპირდება!" - ასე ეხმაურება ცნობილი ქუთაისელი საოპერო ბარიტონი დავით ღვინიანიძე, ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინა ლომინაძის ქმედებას, რომელმაც მსოფლიო საოპერო ტენორი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში პოლიტიკური მოტივით არ შეუშვა. 

ღვინიანიძე სოციალური ქსელის მეშვეობით, პაატა ბურჭულაძეს ქუთაისის სახელით ბოდიშს ხდის. 

,,დღეს როგორც მოქალაქემ, როგორც ჩემი ქვეყნის სიყვარულით მოტრფიალე ქართველმა, როგორც მუსიკოსმა და როგორც ქუთაისელმა, არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია…საქართველოს არ ჰყავს უფრო დიდი და გამოჩენილი მომღერალი ვიდრე ბატონი პაატა ბურჭულაძეა! მან თავისი ხელოვნებით, მსოფლიო საოპერო თეატრების წამყვანი სცენები დაიპყრო და ამით, საქართველოს “კულტურის ელჩის” მისია პირნათლად შეასრულა, რამაც საქართველოს სახელი უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო! ის იყო და არის სრული ეპოქა ქართული და მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში!მე ვიღებ საკუთარ თავზე ვალდებულებას და ქუთაისისა და ჩემი უსაყვარლესი საოპერო თეატრის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ბატონ პაატა ბურჭულაძეს, დღეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის საოცრად შემაშფოთებელი განცხადების გამო!ეს არის სრული “კატასტროფა”, როდესაც ერი პოლიტიკურ ლაგერებად ქუცმაცდება და ამ სიტუაციიდან გამომდინარე ხალხი ერთმანეთს უპირისპირდება!იქნებ მეც არ ვარ სასურველი სტუმარი თეატრში, რომელსაც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და მასშტაბური ფესტივალი ვაჩუქე!სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ხალხში ზიზღის პოლიტიკა დათესა, რაც ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში დასრულდება! და ვფიქრობ, ჩემი ბავშვობის მეგობრის ასეთი უხეში პოლიტიკური განცხადება იყო მმართველი გუნდის ზეწოლის შედეგი.მე კი ბატონ პაატასთან ერთად უდიდეს მხარდაჭერას ვუცხადებ ქალბატონხატია დეკანოიძეს. ვიცი, რომ გაიმარჯვებს და მეც სულ მალე მას შევთავაზებ ქალაქის მუსიკალური განვითარების ჩემს გეგმას, რომელშიც საოპერო თეატრის აღორძინებას უდიდესი ადგილი დაეთმობა!მე კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და თავს გიხრით, ბატონო პაატა!ხელოვნება ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლაა! და ჩვენ ზუსტად ის ადამიანები ვართ, რომლებმაც ერის შერიგების უმნიშვნელოვანეს პროცესში ძალიან დიდი როლი უნდა ვითამაშოთ…", - წერს ღვიანიანიძე.    

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტუდენტები
არა რუსულ კანონს! - სტუდენტების აქცია თბილისში

არა რუსულ კანონს! - მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტები "ქართული ოცნების" რუსულ კანონს აპროტესტებენ. თავდაპირველად ისინი პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც კანცელარიასთან გადაინაცვლეს. "აქციის მ...

პოლიტიკა 1713465370

ივანიშვილი
ახალი კანონი ივანიშვილის გადასარჩენად - "ოცნება" ოფშორების კანონპროექტს ამტკიცებს

რუსულ კანონთან ერთად, "ქართული ოცნება" ოფშორების შესახებ კანონსაც ამტკიცებს. ეს არის ინიციატივა, რომელიც სრულ საგადასახადო შეღავათს უწესებს ბიზნესმენებს, რომლებიც ოფშორებში წილის ას პროცენტს ფლობენ და...

პოლიტიკა 1713464602

კუპრაძე სასამართლო
ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამართლო პროცესი  გადაიდო. შს სამინისტროს  აქციაზე დაკავებული ლელოს გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები  ჯერ არ შეუგროვებია და დრო ითხოვა.   მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება

პოლიტიკა 1713452760

სახელმწიფო დეპარტამენტი
„ღრმად იმედგაცრუებულები ვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირებით“ - სახდეპის მეცხრე განცხადება

რუსულ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "...

პოლიტიკა 1713451762

უკრაინა საქართველო
„რუსიფიკაცია და არა მითური "უკრაინიზაციაა" რეალური საფრთხე საქართველოსთვის“ - უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით. "მოვუწოდებთ ყველა დაინტერ...

პოლიტიკა 1713451231

პოლიტიკოსები
„არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!“ - ნიკა მელია

"განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.აღფრთოვანებულები ვართ ყველა,  ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვ...

პოლიტიკა 1713450763