„რამდენიმე მეტროსადგურში ტურნიკეტების მოსაწყობად პოლონური კომპანია შეირჩა და მათგან დასტურს ველოდებით“ - კახა კალაძე

საზოგადოება 1679566404    86

კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  მედიასთან საუბრისას რამდენიმე მეტროსადგურში ე.წ. ტურნიკეტების მოწყობისა და  ასევე, „ახმეტელის  თეატრის“ ახალი ამოსასვლელის პროექტის  განხორციელების შესახებ ისაუბრა.

თბილისის მერის განცხადებით, მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ე.წ. ტურნიკეტების მოწყობის პროექტი უკვე წარედგინა პოლონურ კომპანიას და ის კომპანიის მხრიდან დადასტურების შემდეგ სამ თვეში განხორციელდება. 

„ე.წ. ტურნიკეტების მოწყობასთან დაკავშირებით შერჩეულია პოლონური კომპანია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ველოდებით დადასტურებას. ჩვენ წარვუდგინეთ პროექტი, კერძოდ,  რისი გაკეთება გვინდა. დადასტურებიდან სამ თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ  პროექტი იყოს დასრულებული.

ასევე, გვაქვს მეორე,  ცოტა გრძელვადიანი - „ახმეტელის  თეატრის“ მეტროს ახალი ამოსასვლელ-ჩასასვლელის პროექტი. იგივე არის მეტროსადგურ „სამგორთან“ დაკავშირებით. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, რომ მოხდეს 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია, განახლება და ათ მეტროსადგურზე შესაბამისი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვილი სანიოლი
ვილი სანიოლმა კვიპროსსა და შოტლანდიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის შემადგენლობა დაასახელა, ვინც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, 20...

სპორტი 1685724120

u21 european championship 2023
ცნობილია U21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო საბოლოო 23-კაციან განაცხ...

სპორტი 1685723100

USAID
"არც USAID და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს" - USAID-ის განცხადება

USAID-ი სოცქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელიც თბილისსა და რუსთავში წყლის თითქოსდა დაბინძურების საკითხს შეეხება. "USAID-ისთვის ცნობილი გახდა გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თ...

საზოგადოება 1685721000

სალომე მიშა
მას უნდა მოექცნენ ისე, როგორც ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ზიანი რომელიც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით მიადგა, გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებებით და შეწყალე...

პოლიტიკა 1685720400

კვარაცხელია
ნახეთ ვიდეო - ხვიჩა კვარაცხელიას მარადონას სპეციალური ჯილდო გადაეცა

ხვიჩა კვარაცხელიას მარადონას სპეციალური ჯილდო გადაეცა. 

სპორტი 1685719800

ტექნიკა
თსუ-ს ყველა სასწავლო კორპუსი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო აუდიტორიების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა დაიწყო. განახლებული საგანმანთლებლო ტექნიკა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძე...

განათლება 1685719013