საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა – ინტერვიუ "თელმიკოს" წარმომადგენელთან

საზოგადოება 1637912670    59

თელმიკო

გასულ წელს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა დაიწყო, რის შედეგადაც ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა. თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 1 ივლისიდან „თელასის“ ნაცვლად „თელმიკოს“ დაეკისრა – ის დღეს 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

ამ ცვლილებამ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია და საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვა დააგროვა. მათზე პასუხების გაცემას „თელმიკოს“ ენერგოთრეიდინგის სამსახურის უფროსთან ნიკოლოზ გულიაშვილთან ერთად შევეცდებით.

რას ნიშნავს ქართული ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა? როდის და რატომ გაიყო ფუნქციები „თელასსა“ და „თელმიკოს“ შორის?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ იკისრა ვალდებულება გამჭვირვალე და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის შექმნის შესახებ. რეფორმის მსვლელობისას ბაზრის ევროპული მოდელი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც მიწოდებისა და განაწილების ფუნქციების განცალკევებას გულისხმობს. ადრე ამ ორივე ფუნქციას კომპანია „თელასი“ ასრულებდა, მაგრამ რეფორმის შემდეგ მას გამოეყო მიწოდების ფუნქცია და 2021 წლის 1-ლი ივლისიდან თბილისში მიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“ გახდა.

როგორია „თელასისა“ და „თელმიკოს“ ფუნქციები?

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის შემდეგ „თელასის“ საკუთრებაში დარჩა გადამცემი ხაზები და მრიცხველები და თბილისში ელექტროქსელის მომსახურება და მართვა ისევ მისი ვალდებულებაა. უფრო კონკრეტულად, ის ფლობს აღრიცხვის ხელსაწყოებს (მრიცხველებს), იღებს ჩვენებებს და მათ გადასცემს „თელმიკოს“. რაც შეეხება წყლის მიწოდებისა და დასუფთავების მომსახურებას, მას ისევ სრულად ახორციელებს „თელასი“. შესაბამისად, ის გზავნის ქვითრებს და იღებს გადასახადს.

„თელმიკო“ კი ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ ის საბითუმო ბაზარზე ყიდულობს ელექტროენერგიას, დებს მომხმარებლებთან ხელშეკრულებებს, ტარიფის მიხედვით ადგენს ქვითარს და აწარმოებს ფინანსურ ანგარიშსწორებას. ასევე, „თელმიკოს“ მოვალეობაში შედის კლიენტთა მომსახურებაც.

რამდენად რთული იყო კომპანიისთვის საქმიანობის დასაწყისი, გარდამავალი ეტაპი? არსებითად, ეს რეფორმა ხომ პირველად ხდებოდა საქართველოში?

დიახ, ეს პირველი მსგავსი რეფორმაა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. ჩვენ პირველებმა გავიარეთ ეს გზა, რომელიც სულაც არ ყოფილა მარტივი. თავიდან, ძირითადად, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური სახის პრობლემები წარმოიქმნა. სამწუხაროდ, ყველაფერმა იდეალურად ვერ იმუშავა, რის გამოც კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს. ამას კოვიდ-19-ც დაემატა. მაგალითად,  როდესაც ჩვენი ქოლ-ცენტრი ისედაც გადატვირთული იყო ოპერატორებში ვირუსის აფეთქება მოხდა – ისინი ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდნენ ავად და, შესაბამისად,  ვერ ახერხებდნენ მუშაობას. ეს ნეგატიურად აისახა ქოლ-ცენტრზე, ჩვენთან დაკავშირება ძალიან გართულდა, რამაც მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია.

თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ ყველაფრის გამოსწორება შევძელით. დღეისათვის „თელმიკოს“ ქოლ-ცენტრი უახლესი მოწყობილობათა და პროგრამული უზრუნველყოფითაა აღჭურვილი და გამართულად მუშაობს. ზარის მოლოდინის დრო არ აღემატება 60 წამს, რაც თანამედროვე ქოლ-ცენტრის სტანდარტში ჯდება.

რა გაუგებრობები წარმოქმნა ბაზრის რეფორმამ მომხმარებლებში და როგორ ცდილობს კომპანია მათ აღმოფხვრას?

ყველაზე რთული მომხმარებლებისთვის მომხდარ ცვლილებებში გარკვევა და ახალ  პირობებთან მიჩვევა იყო. დღეს კიდევ არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომლებსაც ისინი ყველაზე ხშირად გვისვამენ. მოდით, გავარჩიოთ თითოეული მათგანი:

რატომ მოდის ორი ქვითარი, ნუთუ თვეში ორჯერ უნდა გადავიხადო ელექტროენერგიის საფასური?

ხშირად მომხმარებლები არ აქცევენ ყურადღებას, რომ წყლისა და დასუფთავების  ქვითარი „თელასისგან“ მისდით, ხოლო ელექტროენერგიის – „თელმიკოსგან“. უმეტესად, სწორედ ეს ხდება პრეტენზიების მიზეზი.

მეორე ხშირად დასმული შეკითხვაა:

გაიზარდა თუ არა ტარიფი „თელმიკოს“ გამოჩენის შემდეგ ან იგეგმება თუ არა მისი გაზრდა?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ „თელმიკო“ ელექტროენერგიის ტარიფს არ ადგენს და ამის უფლება მხოლოდ სემეკ-ს აქვს. მარეგულირებელმა კომისიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტარიფი „თელასისა“ და „თელმიკოს გაყოფის მომენტიდან არ შეცვლილა და არც უახლოეს პერიოდშია მისი გაზრდა დაგეგმილი.

დიახ, მაგრამ პრეტენზიები ზედმეტი საფასურის დარიცხვის შესახებ დღესაც ჟღერდება? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?

აქ საჭიროა მკაფიოდ განვაცალკეოთ ორი ცნება და ორი პროცესი. როგორც უკვე აღვნიშნე, მრიცხველიდან ჩვენებებს აგროვებს „თელასი“ და გადასცემს მათ „თელმიკოს“. თანხა ქვითარში ამ ჩვენებების საფუძველზეა მითითებული. თუკი, მომხმარებელი ამ დარიცხვას არ ეთანხმება, მას შემდეგნაირად შეუძლია მოიქცეს:

1. თვითონ შეამოწმოს საკუთარი მრიცხველი და შეადაროს ქვითარში მითითებული კილოვატები მრიცხველზე არსებულ კილოვატებს. თუკი აღმოაჩენს, რომ მრიცხველის ციფრები ქვითარში მითითებულ კილოვატებზე ნაკლებია, ნიშნავს, რომ  ის არასწორადაა აღებული. ამ შემთხვევაში უნდა გადაუღოთ სურათი მრიცხველის ჩვენებას, დარეკოთ ჩვენს ქოლ-ცენტრში და დატოვოთ შეტყობინება. მრიცხველის ფოტო და აბონენტის ნომერი კი ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge-ზე ან ჩვენს პირად ფეისბუქგვერდზე უნდა გამოგვიგზავნოთ.

2. თუკი, მომხმარებელმა არ იცის, სად არის მისი მრიცხველი განთავსებული, არსებობს მეორე გზაც. მან უბრალოდ უნდა დარეკოს ქოლ-ცენტრში და ითხოვოს შემოწმება.

ჩვენ კანონით ვართ ვალდებული, რომ მიმართვები „თელასს“ გადავცეთ, ის კი ვალდებულია 10 დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეამოწმოს მრიცხველი. თუკი ჩვენება მართლაც არასწორად იყო აღებული, თანხა აუცილებლად დაკორექტირდება.

რა გეგმები აქვს „თელმიკოს“ მომსახურების გასაუმჯობესებლად?

წლის ბოლომდე თბილისის სხვადასხვა უბანში კლიენტთა მომსახურების რამდენიმე ცენტრის გახსნას ვგეგმავთ. ასევე, აქტიურად ვავითარებთ დისტანციურ მომსახურებას და მალე შევძლებთ შევთავაზოთ აბონენტებს თანამედროვე, ტექნოლოგიური პირადი კაბინეტი და მობილური აპლიკაცია.

ჩვენ ვვითარდებით, როგორც მომსახურების მაღალი სტანდარტის მქონე ტექნოლოგიური თანამედროვე კომპანია, რომელიც თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, ნერგავს ახალ მომსახურებას და პროდუქტებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლიკა
პატარა ლიკას დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულად ემართება კრუნჩხვა, ოპერაციის ჩასატარებლად მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...

საზოგადოება 1695652717

პოლიციის ლენტი
ბათუმში ავტომობილი დაიწვა

ბათუმში "მაზდას" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება TV25 ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რა გახდა შემ...

შემთხვევა 1695647572

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
„1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება...“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ბიჭვინთის ქართული სკათალიკოსო ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ტაძრის მდგომარეობის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს იცოდა. „ჯერ კიდევ 2014 წელს დამიდია ეს ფოტო,...

სოცმედია 1695647122

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 26 სექტემბერს ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის...

საზოგადოება 1695646380

პოლიტიკა
ვიდეოკადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან - რუსული ვანდალიზმი ბიჭვინთის ტაძარში, თეთრად გადაღებილი კედლები და მუსიკა ლოცვის ნაცვლად

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავაც გრძეილდება ვანდალური ფაქტები ეკელსია მონასტრებში. ამჯერად, ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს და ლოცვის...

პოლიტიკა 1695646227

თაკო ჩარკვიანი
„ყველაფერი, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, გადაეფარა ფარცხალაძეს.. თავის დროზე სააკაშვილი რომ შეეწყალებინა პრეზიდენტს, ძალიან კარგი იქნებოდა“ – თაკო ჩარკვიანი

„ყველაფერი, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, ვიღაცებს სჯერათ ამის, ვიღაცებს – ნაკლებად, ახლაც ოპოზიციაში ეს ფაქიზი და ლოიალური დამოკიდებულება არაფერს კარგს არ მოიტანს, მაგრამ...

პოლიტიკა 1695645830