თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს

კალაძე

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, პროექტი სამ ნაწილად განხორციელდება. პირველი და მეორე ეტაპი 15 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მესამე ეტაპი მომავალ წელს არის დაგეგმილი.

 

„ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია განხორციელდება.  სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდება. პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ქვეითებისთვის ტროტუარის მოწყობა-მოწესრიგებას. პროექტი სამი მონაკვეთისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, მესამე ეტაპი კი მომავალ წელს განხორციელდება, რაც სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზის მონაკვეთის გაგანიერებას და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას მოიცავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება.

 

„რაც შეეხება ამ ორ მონაკვეთს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ ღამით დაიწყება და 1 300 მეტრ სიგრძის ტერიტორიაზე განხორციელდება. აქ მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვლება, ელექტროგადამცემ ხაზებს მიწის ქვემოთ ჩავიტანთ. დამონტაჟდება გარე განათების ბოძები LED სანათებით. ტერიტორიაზე გაჩნდება საპარკინგე ადგილები. დღეს ძალიან ქაოსური და მძიმე მდგომარეობაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ნორმალურად ვერ ახერხებს, ქვეითად მოსიარულეები ეტლით ბავშვს ვერ ასეირნებენ და ა.შ. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ამ დღეებში კიდევ გვექნება. მათთვის სპეციალური საშვები დარიგდება, რომ მოსახლეობამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეძლოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765