თბილისის მერიის განცხადება

საზოგადოება 1702100751    136

მერია

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა" გამრეკელის ქუჩაზე სამუშაოების წარმოების უფლება კომპანია „ბიქეი კონსტრაქშენს" უკონკურენტოდ მისცა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია, რასაც აღნიშნული ტელეკომპანია პერიოდულად მიზანმიმართულად ავრცელებს, დედაქალაქის მერისა და  თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს  ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტს. აღნიშნული პროექტის დაანონსებისთანავე, თბილისის ვიცე-მერმა მოიწვია ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია და მათ პრეზენტაციის სახით მიაწოდა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

ამის შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და პოტენციური მიმწოდებლების გამოკითხვის გზით,  ათეულობით კომპანიას გაეგზავნა ბაზრის კვლევის შედეგები და გამოცხადდა საჯარო ტენდერი.

ავარიული მრავალბინიანი სახლის ჩანაცვლების სამივე ტენდერში გაიმარჯვა „ბიქეი კონსტრაქშენმა", რომელიც ამ ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო. კონკრეტულად გამრეკელის ქუჩაზე, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერი პირველ ჯერზე ჩავარდა და მხოლოდ მეორედ გამოცხადების შემდეგ გამოჩნდა მონაწილე.

აღნიშნული ტენდერებით, სამწუხაროდ,  არცერთი სხვა სამშენებლო კომპანია არ დაინტერესებულა, ვინაიდან ეს  პროექტები არის ძალიან ეკონომიკური, ხარჯეფექტური და დეველოპერებს არ რჩებათ დიდი მოგება.

ამას ადასტურებს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, რომლითაც ის მოუწოდებდა სამშენებლო სექტორს, ეაქტიურათ, ჩართულიყვნენ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტში (იხილეთ რამდენიმე განცხადება: https://tbilisi.gov.ge/news/14589;  https://tbilisi.gov.ge/news/13444; ).

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ მაყურებელს და ნუ ეცდებიან დეზინფორმაციის გავრცელების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372