თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია5 ივნისს დაიწყება

კალაძე

თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება.

„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს - ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge.

რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

„საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 50 საბავშვო ბაღში 3 100-მდე თანამშრომელი იმუშავებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად  ხელმისაწვდომი იყოს. მისივე თქმით, პროექტი 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.   როგორც მან აღნიშნა, პროექტი სამ...

საზოგადოება 1718261436

სენაკის სასამართლოა
სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე, ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდ...

პოლიტიკა 1718261371

გზა
თბილისის მერია 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სარეაბილუტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლ...

საზოგადოება 1718261303

წერილი
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა“ - საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს

 აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს - ორგანიზაცია პრემიერს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებე...

პოლიტიკა 1718261250

წულაძე.png
„ახალგაზრდებმა გამოგვაღვიძეს და იმედი გაუღვიძეს დანარჩენებს“ - ლევან წულაძე

ლევან (ჭოლა) წულაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ახალმა თაობამ გაუღვიძა იმედი დანარჩენებს და მისცა სტიმული წინა...

საზოგადოება 1718260442

გუბაზ სანიკიძე
„პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“ - გუბაზ სანიკიძე

დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. როგორც სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერშ...

პოლიტიკა 1718258252