საზოგადოება • 1728469283
„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება“, - ამ სიტყვებით მიმართა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს.
ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 26 000-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი.
„დღეს მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში შევიტანეთ ცვლილება და საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო ავამაღლეთ. მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.
არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. მივცეთ ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები უკვე აქტიურად ახორციელებენ საკუთარ უფლებამოსილებას და მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს.
6 ოქტომბრის მდგომარეობით 3031 საარჩევნო უბანში სულ არჩეულია/დანიშნულია საუბნო საარჩევნო კომისიების 51 256 ხელმძღვანელი პირი/წევრი. აქედან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩეულია 26 044 (3031 კომისიის თავმჯდომარე, 3029 თავმჯდომარის მოადგილე, 3028 მდივანი, 16 956 წევრი), ხოლო შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულია 25 212 წევრი.
აქედან:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დანიშნულია 3030 წევრი;
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - 3024;
„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ -2952;
„კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3002;
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 3013;
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ („გირჩი“) – 1295;
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 3015;
„ევროპელი სოციალისტები“ – 2997;
„საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - 2884.
ამასთან, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიები, ირჩევენ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეც-ჯგუფის 2-2 წევრს იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც ერთზე მეტი გადასატანი ყუთი მოემსახურება კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს.
ამ მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჯამში არჩეულია სპეც-ჯგუფის 1245 წევრი.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი...
პოლიტიკა • 1730467064
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო ვიზიტით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომის მიმნიჭებელი პროფესიული პროგრამის დელეგაცია ეწვია. ოცდასამკაციან დელეგაციას თსუ-ის ვი...
განათლება • 1730467003
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ცვლილება მიზანი, ან მითუმეტეს თვითმიზანი კი არ არის, ეს არის საშუალება იმისათვის, რომ მივაღწიოთ რეალურ მიზანს – ყველა იმ მანკიერების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის...
სოცმედია • 1730464490
ესპანეთში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 205-ს მიაღწია. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება და მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის კიდევ გაზრდა. 202 დაღუპული ვალენსიის რეგიონში აღირიცხა. ესპანეთ...
მსოფლიო • 1730464316
პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ. განცხადების ხელმომწერი 6 საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლებიც მედიის თავისუფლების, ასევე, ორგანიზაციების გამოხა...
პოლიტიკა • 1730463847
„არ მოუტყუებია ხაზარაძეს- ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? თქვენ თბილისში გგონიათ თქვენი თავი ?! რუსული, რუსული, რუსული – მე მგონი ამ სიტყვ...
პოლიტიკა • 1730463662
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი