საზოგადოება • 1723461073
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული მითების და რეალობის შესახებ, ასევე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მსოფლიო პრაქტიკაზე.
ცესკოს თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა იმ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ცესკო ახალგაზრდებთან მიმართებაში ახორციელებს.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა საკითხს ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. საარჩევნო აპარატურა ბანაკის მონაწილეებს პირადად ცესკოს თავმჯდომარემ და ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო.
ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება. 2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და 3120 ახალგაზრდას, შაორის ბანაკი კი რვა ნაკადად 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად როგორც შაორის, ისე ანაკლიის ბანაკების სხვადასხვა ნაკადის წარმომადგენლებთან მართავენ.
"MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...
პოლიტიკა • 1725808634
გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...
პოლიტიკა • 1725808293
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...
პოლიტიკა • 1725807825
ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...
პოლიტიკა • 1725807332
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...
პოლიტიკა • 1725806071
საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...
საზოგადოება • 1725804776
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი