უყურეთ ვიდეოს, დაიმახსოვრეთ ეს სახელები და გვარები და მათზე ყველას მოუყევით - „კუმ დეოს“ რაჭული ქრონიკა
საზოგადოება • 1664168276 932

ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია - სოკრატეს ამ სიბრძნეში ადრე შესაძლოა, ეჭვი შემეტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „კუმ დეო მედიქალის“ გუნდი სოფელ-სოფელ დადის და უკვე მეოცე საქველმოქმედო აქცია ჩაატარა, ზუსტად ვიცი, რომ ადამიანები ყველაზე მეტად სწორედ ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ.
ეს ღებშიც კარგად იციან. ღები ონის რაიონის ეკოლოგიურად სუფთა სოფელია - ირგვლივ მთებია და რიონიც სათავეს სწორედ აქედან იღებს. ადგილობრივების ჯანმრთელობაზე სოფლის უკარგესი ექიმი, ქალბატონი ზაირა ედიბერიძეც მაქსიმალურად ზრუნავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, „კუმ დეო მედიქალის“ ექიმებისა და მოხალისეთა გუნდის ჩასვლა ღებელებს მაინც ძალიან გაუხარდათ. ეს კი არადა, ზოგმა ვერც დაიჯერა, რომ კარდიოლოგი, პროფესორი, „კუმ დეოს“ პრეზიდენტი სოლომონ ზეიკიძე მხოლოდ უფასოდ კი არ სინჯავდა, არამედ, კარდიოლოგიურ მედიკამენტებსაც უფასოდ ვაძლევდით.
„პროფესორს სახეზე ეტყობა, რომ ძალიან ჰუმანური ადამიანია. ჯგუფის სხვა წევრებმაც ისე მიმიღეს, რომ უხერხულობა არ მიგრძნია,“ - ამბობს სოფელ ღების მკვიდრი, ქალბატონი ნანული ლობჟანიძე და „კუმ დეოს“ გაწეული თანადგომისთვის ლოცავს.
მართალია, ყველა პროფესიას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ექიმობა, მე თუ მკითხავთ, ყველაზე მადლიანი პროფესიაა, მადლიანია, რადგან ექიმი სიკვდილს ებრძვის და როცა ამ ბრძოლაში სიცოცხლე იმარჯვებს, დასტაქარიც ამაყია.
მადლიერი პაციენტის დალოცვას, ალბათ, განსაკუთრებული ადრენალინი აქვს-მეთქი, - ვეუბნები სოლომონ ზეიკიძეს. პროფესორი ჩვეული სიდინჯით მპასუხობს:
„როცა ადამიანი ექიმის პროფესიას ირჩევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი მოხუცები, რომლებსაც ბავშვებივით მოფრთხილება სჭირდებათ, რადგან ისეთი პირობები არ აქვთ, როგორიც ეკადრებათ. ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ ხალხს ჩვენი ხელი გავუწოდოთ, დავეხმაროთ და ჩვენი პროფესიული მოვალეობა შევასრულოთ,“ - ამბობს სოლომონ ზეიკიძე.
ხელოვნებათა შორის მედიცინა უკეთილშობილესია - სოლომონ ზეიკიძის ეს ფრაზა „კუმ დეოს“ მოხალისეებსაც კარგად აქვთ გათავისებული და ღებშიც ქრისტინა მირზახანიანი, შალვა მაჩიტიძე, თამუნა პავლიაშვილი და ბექა გოგიაშვილი სამედიცინო მანიპულაციებს, ტრადიციულად, ისე ზედმიწევნით კარგად ასრულებდნენ, რომ პროფესიონალსაც შეშურდებოდა.
მოკლედ, ასეთი იყო ჩემი რაჭული ამბავი და „კუმ დეოს“ მეოცე საქველმოქმედო აქცია, რომელიც „ჯი ემ ფარმასა“ და „რომპეტროლის“ ხელშეწყობით განხორციელდა.
სოლომონ ზეიკიძე ამბობს, რომ „კუმ დეოს“ ექიმთა და მოხალისეთა გუნდი ხალხზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს და კიდევ არაერთ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
შეგახსენებთ: წლინახევრის განმავლობაში „კუმ დეომ“ უკვე 20 საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. ონის რაიონის სოფელ ღებამდე სოლომონ ზეიკიძის ექიმთა გუნდმა უფასო სამედიცინო მომსახურეობა და მედიკამენტები ილტოს ხეობის სოფელ შახვეტილას, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, თელავის რაიონის სოფლების - ნაფარეული და ბუშეტი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - წვირმისა და ლატალის, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის მოსახლეობას მიაწოდა.

გორთან ავტობანზე ორი ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა. მომხდარის შესახებ formulanews.ge წერს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლები ადმ...
შემთხვევა • 1696271460

ქართველი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა. საბერძნეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი ადგილობრივმა ცეცხლსასრული იარაღით მოკლა. დანაშული მოკლულის შვილის და მეგობრების თვალწინ მოხდა. როგორც ირკვევა, სავარაუდო და...
კრიმინალი • 1696270347

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის ს...
პოლიტიკა • 1696269540

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...
პოლიტიკა • 1696267866

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...
კრიმინალი • 1696267694

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...
პოლიტიკა • 1696266481