ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კალაძე

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარემონტებული საცხოვრებელი ბინა 36 ოჯახს გადაეცემა.

„ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში,ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსი ჩანაცვლდება. მორიგ სამშენებლო ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ოთხსართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, თბილისელთა საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით, ფართების დაკანონების, უსახლკარო თბილისელების საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროგრამებს ახორციელებს.

„საცხოვრებელი ფართები, რომელთაც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ ოჯახები, მაგრამ ვერ ირეგისტრირებდნენ, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა და დაუკანონდა 2 879 ოჯახს. ეს პროცესი გრძელდება. დღევანდელი მთავრობის სხდომაზეც წარმოდგენილია კიდევ ხუთი ოჯახისთვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მხოლოდ 2024 წელს უსახლკაროთასაცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით, 2022 წლიდან დღემდე 103 ბინაა შეძენილი.  2024 წელს ცხრა ბინა შეძენილია და წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება ეს რიცხვი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, 200-მდე პირის განცხადებაა მერიაში მიღებული, სრულად დაკმაყოფილებულია სოციალური ქულების საფუძველზე წარმოდგენილი აქტიური განაცხადები.

„რაც შეეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს, 2017 წლიდან ხორციელდება ეს პროგრამა და ამ ხნის განმავლობაში, 2 380 ოჯახია დაკმაყოფილებული. კოოპერატივის წევრებისთვის გადაცემული და გადასაცემი ფართების ჯამური ოდენობა, დაახლოებით,  47 000 კვ. მეტრს შეადგენს. ამასთან, ინვესტორი კომპანიების მიერ აღნიშნული სამშენებლო პროექტების სრულად განსახორციელებლად გასაწევი საინვესტიციო ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 175 მლნ აშშ დოლარს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.   როგორც მან აღნიშნა, პროექტი სამ...

საზოგადოება 1718261436

სენაკის სასამართლოა
სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე, ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდ...

პოლიტიკა 1718261371

გზა
თბილისის მერია 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სარეაბილუტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლ...

საზოგადოება 1718261303

წერილი
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა“ - საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს

 აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს - ორგანიზაცია პრემიერს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებე...

პოლიტიკა 1718261250

წულაძე.png
„ახალგაზრდებმა გამოგვაღვიძეს და იმედი გაუღვიძეს დანარჩენებს“ - ლევან წულაძე

ლევან (ჭოლა) წულაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ახალმა თაობამ გაუღვიძა იმედი დანარჩენებს და მისცა სტიმული წინა...

საზოგადოება 1718260442

გუბაზ სანიკიძე
„პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“ - გუბაზ სანიკიძე

დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. როგორც სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერშ...

პოლიტიკა 1718258252