ვიდეო: „13 წელია ერთად ვართ, მგონი, უკვე შეეჩვია.. დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა“ – ანკა ვასაძე

ანკა ვასაძე

მსახიობმა ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა, თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯახის რეპუტაციას და მეშინოდა, რაიმე ცუდი არ ეთქვათ ჩემზე. ალბათ, ასეთი განცდაც არ ღირს, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და არაა საჭირო ზედმეტად დათრგუნვა.

ჩემი მეუღლე, გიორგი, ეკონომისტია. მართალია, თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ 13 წელია ერთად ვართ და მგონი, უკვე შეეჩვია, მით უფრო, რომ პანდემიის და იძულებითი პაუზის ფონზე თვითონ დარწმუნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის თეატრი.

ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ჯერ მეშინოდა, რომ ვერ ჩავაბარებდი, მერე განვიცდიდი, რომ რეჟისორების მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებდი. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ბავშვობის ოცნება ავისრულე და, რა თქმა უნდა, ამას ჩემი მეუღლეც ხვდება.

სწორედ დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის კარგად ყოფნის, ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა,“ – ამბობს ანკა ვასაძე.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბურჭულაძე
უპრეცედენტო მობილიზაცია არჩევნებისთვის - მოქალაქეების ხმების დასაცავად ხელოვანები ერთიანდებიან

უპრეცედენტო მობილიზაცია არჩევნებისთვის - საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად ერთიანდება ყველა განურჩევლად პროფესიისა. ქვეყნის ევროპულ მომავალს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაიცავენ მსახიობები,...

პოლიტიკა 1728925082

ბორელი
„დაველოდოთ საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება“ - ბორელი

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხზე მსჯელობა დასრულდა - შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრ...

პოლიტიკა 1728924917

კახა მიქაია
„ქოცების მიერ ინდივიდუალურად ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით დაღონებული ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გამოქვაბულში განმარტოვდა…“ – კახა მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია:„ქოცებო!!!ნუ ერევით GORBI-ს ,,კომპეტენციაში,” ნუ ატარებთ ინდივიდუალურ გამოკითხვებს!!!რა გინდათ, რა არ გასვენებთ?!ხომ ხედავთ, GORBI-ვით ,,კომპეტენტურები”, რომ ვერ ხართ,...

სოცმედია 1728924365

გერმანიის ელჩი
"დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა" - გერმანიის ელჩი

პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, სავარაუდოდ კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლირმანს "კუბილიუსი კაბაში" უწოდა.   "დღეს ვიღაცამ ავტოგოლ...

პოლიტიკა 1728922372

თურქეთის პოლიცია
ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა – თურქული მედია

თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. როგორც მედია წერს, მოზარდი შშმ პირია, ძალადობაში ბრალდებული კი დაკავებულია. მედია წერს, რომ მეზობელი კაცი ქა...

კრიმინალი 1728921475

საქართველო-ევროკავშირი
„EU-ს ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ“ - Reuters

 ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ, - წერს გამოცემა Reuters- ი 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დას...

პოლიტიკა 1728920350