ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

ავლაბარი კედლის ჩამონგრევა

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.შ​ენობაში სამი ოჯახი ცხოვრობს.

ჩამონგრევისას არავინ დაშავებულა.

შენობა უკვე წლებია ავარიულია, თუმცა იქ მცხოვრებლებს საკუთარი სახსრებით მისი გამაგრების უფლებას არ აძლევენ, რადგან სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, ძეგლთა დაცვის სამინისტროს კი, ადგილობრივების თხოვნის მიუხედავად, რეაბილიტაცია არ ჩაუტარებია.

ეზოში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა გაუსაძლისი პირობების გამო აქ ახლა 3 ოჯახია შემორჩენილი.

ავარიული მდგომარეობის გამო შენობაში არც გაზის შეყვანაა შესაძლებელი.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ან კულტურული ძეგლის სტატუსი მოეხსნას შენობას, რომ ინვესტორმა შეძლოს შემოსვლა და ჩვენი დაკმაყოფილება, ან მოხდეს სრული რეაბილიტაცია. იმიტომ, რომ ბომბია. როგორია, შიშით რომ გძინავს". - ამბობს კორპუსში მცხოვრები ლევან კურტანიძე.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამგეობის თანამშრომლებიც.

მათ ადგილობრივებს ქირით გადასვლა შესთავაზეს, თუმცა დაზარალებული ამ შეთავაზებაზე ურას ამბობენ, რადგან მუდმივად ქირით ცხოვრება არ სურთ.

"ეს არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. მისი გამაგრება გამგეობის პრეროგატივა არ არის და თან, იმხელა თანხა ჯდება, რომ გამგეობას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ეს არის მე-5 კატეგორიის ავარიული შენობა. საცხოვრებლად საშიშია. მოსახლეობას განემარტა, რომ საშიშია და ვთხოვეტ ქირით გასვლა. ნაწილი დათანხმდა, ნაწილი - რჩება". - ამბობს გამგეობის წარმომადგენელი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220