სად, როგორ შეიძენთ და რა ეღირება Imagine Dragons-ის კონცერტის ბილეთები

იმიჯს დრაკონ

Starring Georgia-ს ფარგლებში 31 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი Imagine Dragons-ის კონცერტის ბილეთები 11 მაისიდან გაიყიდება.

როგორც Facebook-ზე შექმნილი ღონისძიების გვერდზეა აღნიშნული, მსურველებს ბილეთების შეძენა ხვალ, 12:00 საათიდან, ვებგვერდზე TKT.GE-ზე შეეძლებათ. ფასების შესახებ ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის.

აღსანიშნია, რომ 31 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი წარმატებული ბენდი Imagine Dragons კონცერტს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. კონცერტი 31 მაისს 21:00 საათზე დაიწყება, კარი კი 17:00 საათიდან გაიღება.

„მილიონობით გაყიდული ალბომების და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით ლას ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოში გამართავს კონცერტს ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც Imagine Dragons ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით“, - აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უნდა ითქვას, რომ Imagine Dragons ოფიციალურ ვებგვერდზე გაწერილ ტურნეში საქართველო ჯერ მონიშნული არ არის.

ცნობისთვის: გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 2023 წლის ზაფხულში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას განიხილავდა. 28 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მომდევნო ორ წელიწადში სტადიონებსა და „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გასამართად მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს გამოყოფდა. Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მსოფლიოში ცნობით მუსიკოსებს უმასპინძლებს. დღეისთვის უკვე ცნობილია თუ ვისი კონცერტები გაიმართება აგვისტოში. ესენი არიან: The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus, All Day I Dream, Imagine Dragons.

The Killers-ის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა ჯერ კიდევ აპრილში BSA.GE-ზე დაიწყო. ბილეთების ღირებულება სექტორების მიხედვით 150-დან 500 ლარამდე იცვლება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვილი სანიოლი
ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა, პენალტის დარტყმას დიდი "კვერცხები" სჭირდება" - სანიოლი

ვილი სანიოლმა ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა! ფრანგმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ერთი ფეხბურთელი გამოყო. "ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და...

სპორტი 1711613639

ანდრონოვი
"ღმერთო, ამას 1979 წლიდან ველი“ - ანდრონოვი საქართველოს ნაკრებზე

ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი ქომაგია და ქართველი ხალხის მეგობარიც გახლავთ, საქართველოს ნაკრების წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „საქართველოს გაუმარჯ...

სპორტი 1711613413

კაპელო
„ვულოცავ საქართველოს, კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია“ - ფაბიო კაპელო

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო ეხმაურება. „იუვენტუსისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა რუსულ Sport Express-თან მცირე კომენტა...

სპორტი 1711613154

რუსული ციხე
„უმძიმეს მდგომარეობაშია, ორი კვირაა არ მიუციათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი“ - ადვოკატი პატიმარზე

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ზაზა ჩაფიძის მეუღლე, ნინო მეფარიშვილი, რომელიც ამავდროულად მისი ადვოკატია ამბობს, რომ პატიმარს ორი კვირაა, საჭირო მედიკამენტებს არ აწვდიან. კაცი  ქუთაისის №2 პენი...

საზოგადოება 1711608780

ხვიჩა კვარაცხელია
„გიჟური ტრაილერი თბილისში“ - გერმანული მედია

საქართველოს ნაკრებს და ქართველ ქომაგებს გერმანიაში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ტურნირი გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ გუნდს ისეთ გადასარევ სტადიონებზე მოუწევს თამაში, როგორებიცაა დორტმუნ...

სპორტი 1711608240

სანქციები
"უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" შეეძლო მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა" - ზახაროვა

"უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" შეეძლო გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა...

მსოფლიო 1711606740