"7 ოქტომბერს პუტინს 70 წელი უსრულდება... შეფმა, დიდი თუ არა, პატარა ტორტი მაინც უნდა მიიღოს, ერთი-ორი სანთლით..." - რას წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ ლოლაძე

სოცმედია 1664105448

პუტინი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ ლოლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს"

"მიკვირს, რომ ამ საკითხზე ყურადღებას არავინ ამახვილებს, ყოველ შემთხვევაში, ანალიტიკაში არ შემხვედრია, მაგრამ... 2022 წლის 7 ოქტომბერს პუტინს 70 წელი უსრულდება და, ჩემი აზრით, ყველა უბედურება, რაც ბოლო თვეებში უკრაინას და მსოფლიოს რუსეთიდან ნაპირგადმოსულმა სიბნელემ დამართა, განუყოფლადაა ამ თარიღთან დაკავშირებული.

70 წელი სიბერის მაგიური ზღურბლია, საშიშად მოახლოებული ცელიან-კაპიუშონიანი სილუეტის ტერიტორია, snipers' alley - როგორც ინგლისელები ეძახიან - ხეივანი, რომელშიც ნებისმიერი წაბორძიკება ადამიანისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. და როდესაც ამ ზღურბლს, პირადი ექიმების მრავალრიცხოვანი ესკორტით, ბირთვული იარაღით ხელში, ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუზღუდავი ძალაუფლებით ნამთვრალევი ეგომანიაკი უახლოვდება, what could have gone wrong, indeed?

უკრაინული "სპეცოპერაცია" თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც პუტინის მმართველობის crown jewel - დამაგვირგვინებელი, "ბრწყინვალების" მომენტი პუტინისთვის და თავად რუსეთისთვის, რომლის ისტორიის ბოლო რამდენიმე დეკადაც სახელმძღვანელოებში ამიერიდან ამაყად უნდა მოხსენიებულიყო როგორც "პუწინსკაია რუსь".

ამ სპლენდორსა და გრანდიორში უნდა ჩამოსულიყო მოწყალედ მომღიმარი იმპერატორი ტახტიდან და გზა მომდევნო, უფრო ახალგაზრდა და ენერგიული ვამპირისთვის დაეთმო, თავად კი მშვიდად, დაფნის (თუ გედის ბუმბულის) სარეცელზე გაელია ცხოვრება საპენსიო სასახლეში...

Но... не сфартило, карта не пошла

მაგრამ მრგვალი თარიღი არსად წასულა და შეფმა, დიდი თუ არა, პატარა ტორტი მაინც უნდა მიიღოს, ერთი-ორი სანთლით. ამიტომ - ბოლო დღეების სასწრაფო რეფერენდუმებიც, მობილიზაციაც, ატომური ტაშტით განახლებული ჟღარუნიც...

ამ ყველაფრის - პუტინის და რუსეთის - ბოლოს ბოლო მაინც ისტორიის სანაგვეა, მაგრამ ტაქტიკური,

მოკლევადიანი თვალსაზრისით, ვფიქრობ, ორივე მხარეს ძალიან კარგად ესმის 7 ოქტომბრის მაგიის მნიშვნელობა - ამ დღეებში უკრაინა ძალიან შეეცდება უარყოფითი სიურპრიზების ფეიერვერკი არ მოაკლოს პუწიას, ხოლო რუსი გენერლები თავს მოიკლავენ, ათასებს ჩააკლავენ, მაგრამ "стоять насмерть" ბრძანებას შეასრულებენ. ან ვერ... იმედია, ვერ!"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534