"აი, ამ ბავშვებს გადაეკიდნენ მდინარაძე და ღარიბაშვილი... ასეთ ტრაგიკომედიაში რატომ აღმოვჩნდით?" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

სოცმედია 1709495040

ნინო ჯანგირაშვილი

"იუნისეფის და საქსტატის 2023 წლის „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ მიხედვით საქართველოში მატერიალურ და სოციალურ დანაკლისში ცხოვრობს ბავშვების 43% . ბავშვების 19.6% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს.

სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინაიდან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) იკვებება ყოველდღიურად სკოლის საათების განმავლობაში და ბავშვების ერთ მესამდეზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სკოლის საათების განმავლობაში. მიზეზი მატერიალური და სოციალური პრობლემა – ფინანსების უქონლობა.

ბავშვების 5.6% ვერ იღებს ყოველდღიურად ხილს და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი ფინანსები. ხორციანი ან მისი ეკვივალენტური ვეგეტარიანული საკვების ყოველდღიურად მიღება არ შეუძლია ბავშვების 24.4%–ს. დაახლოებით 15%–ს არ შეუძლია ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ყიდვა. ასაკის შესაბამისი სათამაშოების ყიდვა არ შეუძლია ბავშვების 31.2 %–ს. საგანმანათლებლო მასალებზე წვდომაზე – 45.3%–ს არ აქვს მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა. აღარაფერს ვამბობ მინიმალური გართობის და განვითარებისთვის საჭირო აქტივობებზე წვდომის არარსებობაზე.

და აი, ამ ბავშვებს გადაეკიდნენ მდინარაძე და ღარიბაშვილი, ტრანსგენდერებისგან უნდა დაგიცვათ, რომ ბაღში და სკოლებში არ მოგაკითხონ და სქესი არ შეგიცვალონო. ასეთ ტრაგიკომედიაში რატომ აღმოვჩნდით?"

წერს ნინო ჯანგირაშვილი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დაკავება
„Telegram"-ში ყოფილი პარტნიორის ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა - საგამოძიებო სამსახურმა 27 წლის მამაკაცი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდე...

კრიმინალი 1713951917

ტბს
„აგრო იმპექსმა", თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია "აგრო იმპექსმა", თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, საირიგაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713951692

თბს
თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელიე ბავშვობის ახდენილი ოცნ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713951488

აქცია ახალგაზრდები
"სიმცირის მიუხედავად, გზას ხელოვნურად კეტავენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - შსს აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

შსს ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობების მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას, რის გამოც, გომელაურის უწყება ორგანიზატორებსა...

პოლიტიკა 1713950251

პაპუაშვილი
პაპუაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. აუსტრე...

პოლიტიკა 1713949842

ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩე...

სამართალი 1713949697