„ამაზე დიდ საჩუქარს კრემლს ვერავინ გაუკეთებდა, კადიროვიც კი...“ - გოჩა მირცხულავა „განდგომილების“ წერილზე

სოცმედია 1660246320    3623

მირცხულავა გოჩა

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან ამერიკის საელჩოზე გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.

"ახლა ხელისუფლებას სამი არჩევანი აქვს:

    1. პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ოთხეულის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე, ფაქტების შესწავლის მიზნით და ორ კვირაში გამოკვეთოს ელჩის ბრალეულობა - აღძრას სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ - არაერთხელ, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვისათვის;

    2. პირდაპირ გამოაცხადონ ელჩი პერსონა ნონ-გრატად;

    3. გამოაქვეყნონ კოლექტიური წერილი ვლადიმერ პუტინს, მთავარი რეფრენით - ვოვა გვიშველე;


უფრო სერიოზულად - ცხადია წერილი რედაქტირებულია "ოცნების" ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ, ანუ წერილის ავტორი კვარტეტი კი არა ხელისუფლებაა.თუ ეს არასწორი ვარაუდია, მაშინ კეთილი ინებონ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ და საჯაროდ დაგმონ ელჩზე კი არა, რეალურად აშშ-ზე განხორციელებული თავდასხმა.

იმ ფონზე, როცა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები მსჯელობენ აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, აშშ-ზე თავდასხმა არ არის განკუთვნილი შიდა მოხმარებაზე და აქ პირდაპირ იკვეთება რუსული სპეცსამსახურების კვალი და სურვილი, მოახდინოს დასავლეთის დისკრედიტაცია, სწორედ საქართველოს მეშვეობით, რომელიც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის ძალიან მზაკვრული გეგმა და თუ ვიღაცამ იფიქრა, რომ წერილი გაკეთებულიყო შიდა მოხმარებისთვის, მინდა მივულოცო, ამაზე დიდ საჩუქარს კრემლს ვერავინ გაუკეთებდა, კადიროვიც კი.

საკმარისია! ახლა ისეთ ფაზაში შედიხართ ამ პროცესს, რომელსაც ააგორებთ ვერავინ გააჩერებს. მით უფრო როცა, ჰიპოთეზურად გამჩერებლები სრულად არიან დისკრედიტირებული.
 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884

ზელენსკი
„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში“ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, .ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „კატასტროფული ვითა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170336

დაღესტანიი
შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170147

ინგა გრიგოლია
„ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდება, სულ რომ ხელი არ გავანძრიო“ - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგლია სოცქსელში წერს: „ჰაჰაჰაჰჰაჰა  კარგია  ტყუილად კი არ ვთქვი, ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდებათქო. სულ რომ ხელი არ გავანძრიო, ადრე თუ გვიან, მაინც მისრულდება,თუ ძალიან...

სოცმედია 1664168812

ოკუპანტები
დიდი უკმაყოფილება პუტინის ჯარში - ჯარისკაცი სამხედრო ნაწილიდან კამაზით გაიქცა

რუსეთის პოლიციამ დააკავა ჯარისკაცი, რომელიც ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილიდან სატვირთო მანქანით გაიქცა, ინფორმაციას BAZA ავრცელებს.   მოსკოველი ვიქტორ პერეკიპსკი კონტრაქტორი ჯარისკაცია. მისი ახლობლე...

მსოფლიო 1664168553

ზეიკიძე კუმ დეო
უყურეთ ვიდეოს, დაიმახსოვრეთ ეს სახელები და გვარები და მათზე ყველას მოუყევით - „კუმ დეოს“ რაჭული ქრონიკა

ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია - სოკრატეს ამ სიბრძნეში ადრე შესაძლოა, ეჭვი შემეტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „კუმ დეო მედიქალის“ გუნდი სოფელ-სოფელ დადის და...

საზოგადოება 1664168276