„არ მოკვდე, გეხვეწები... ჯერ ჩემში მეტი სიყვარული მაქვს შენთვის საპოვნელი..." - თამო კეშელავას ემოციური ჩანახატი

სოცმედია 1686253500

თამო კეშელავა

„არ მოკვდე, გეხვეწები...

ჯერ ჩემში მეტი სიყვარული მაქვს შენთვის საპოვნელი...

არ მოკვდე, გთხოვ...

ვიცი, როგორ სახლს აგიშენებ, პატარას, ფერადს, აივნით, ბაღით, ეზოში ჰამაკით და ოთახში ბუხრით... ხომ ასეთ სახლზე ოცნებობ მთელი ცხოვრება...

არ უნდა მოკვდე...

ჯერ მე მეჩქარება, დილითაც მეჩქარება, შუადღითაც, ღამეც მეჩქარება და რომ დაღამდება, მაშინ ვიწყებ ფიქრს, რომ არავინ მელოდებოდა შენსავით, ალბათ, მაგრამ უკვე გძინავს... მომცემს ცხოვრება გაჩერების, უკან მოხედვის, გრძნობის, თქმის საშუალებას.

არ მოკვდე!

იქნება ემიგრაციაში მეც მომიწიოს წასვლა და ხომ უნდა დავბრუნდე, ხომ უნდა მელოდებოდე, რომ დავბრუნდე...

არ უნდა მოკვდე! 

წიგნი მაქვს ჯერ დასაწერი, იქნებ ვერც დავწერო ვერასოდეს, მაგრამ რომ დავწერო, ვის გაეხარდება შენსავით, ვინ იტირებს წაკითხვამდე, ვინ დაურეკავს მამიდაშვილის ბიძაშვილის ნათლულის მეზობელს ამის სათქმელად...

გეხვეწები, იცოცხლე, ბავშვობა ბავშვობაში მაქვს დასაბრუნებელი ჯერ, რომ გავიზარდო და პატიება ვისწავლო, საკუთარი თავის პატიება, რადგან საკუთარ თავს თუ აპატიებ, ყველას აპატიებ.

იცოცხლე, ბევრი იცოცხლე, მინდა ზოგი ოცნება მაინც აგიხდინო, რადგან ყველა იმსახურებს ცხოვრების ოცნებების ახდენას ზოგჯერ მაინც, ერთხელ მაინც.

არ მოკვდე, ჯერ გაზრდამდე ბევრი მიკლია, ჯერ ჩემი ოცნებები სახლის აშენებას და ბუხართან, პლედებში გახვეულთათვის ბლინების და გლიტვეინის მირთმევას ვერ სცდება, ჯერ ისიც არ ვიცი, რომელი ხელისგულით წვავენ ერბო კვერცხს და რატომ...

არ მოკვდე, გეხვეწები, მე ჯერ საკუთარ თავს ვერ დავეწიე, სულ სადღაც გარბის, უნდა დავეწიო, იმან იცის შენამდე მოსასვლელი გზა და დავეწევი, აუცილებლად დავეწევი და როცა დავეწევი, არ მინდა შენთან მოსასვლელი გზის სიმოკლემ დამახრჩოს.

გეხვეწები, არ მოკვდე, ჯერ ცხოვრება არც დაგვიწყია, ჯერ მხოლოდ ვარსებობთ, ვსუნთქავთ, ვცოცხლობთ, მზეს და წვიმას ამინდს ვეძახით, სადილიდან სადილამდე სადილის გაკეთებაზე ვფიქრობთ და მხოლოდ ოცნებებში ვართ ბედნიერნი, მხოლოდ ოცნებებში დავსდევთ პეპლებს და ვრწყავთ მზესუმზირებს.

ყველაფერს სწავლობენ ადამიანები, დაუჯერებელი რამეების სწავლა შეუძლიათ, ნებისმიერ ასაკში, და თუ მთვარეზე გაფრინდა ადამიანი, სიყვარულს როგორ ვერ ისწავლის, და თუ ადამიანს მეტი სიყვარული შეუძლია თავს ასწავლოს, მეც შევძლებ, როგორ ვერ შევძლებ, აუცილებლად შევძლებ, ისე რომ აღარაფრის ადგილი აღარ დარჩეს ჩემ გულში სიყყვარულის გარდა და გადაივსოს, თუნდაც მომკლას, ოღონდ გადაივსოს და სხვა არაფრის ადგილი დატოვოს - ოღონდაც, შენ არ მოკვდე!

2022 წ.“

- თამო კეშელავას ემოციური ჩანახატი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459

ცეკვის მასწავლებელი  ცემა
ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. "პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი ი...

საზოგადოება 1728463798