„ასეთ ოლქში შევედით პატრიარქის, ზვიადის და მიშას მტრებად შერაცხული „ელჭიპიტი იეღოვლები“ ბიძინასთან საჭიდაოდ“ – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

სოცმედია 1718719090

ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გრძელი პოსტია, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა.გუშინ ერთ გონიერ ადამიანს შევხვდი და მასთან საუბრითაა ინსპირირებული. (ამის მერე ფეხბურთელებზე ვილოცებ, აღარ მოვცდები).——  ქართველი პოლიტიკოსების უდიდეს უმრავლესობას ქართველი ხალხი არ მოსწონს, ცუდ ხალხად თვლის.ამის მიზეზი ისაა, რომ საკუთარ წარუმატებლობას ხალხს აბრალებენ და ჩვევაში აქვთ ხალხის ლანძღვა ლუზერების პედისტალიდან. („ეს ავანტყოფი ერია“, „ხალხი კარტოფილზე იყიდება“, „ქართველ ხალხს შინაარსი არ აინტერესებს“) …საკუთარ წარუმატებლობას ხომ ხსნიან ასე, მაგრამ აქ არ ჩერდებიან და სხვებსაც იგივეს ჩააგონებენ – „არავის უნდა შენი შინაარსი, ქართველ ხალხს ბელადი სჭირდება“, „ტყუილად წვალობთ, ქართველ ხალხს მაინც მოისყიდიან“..რაც ხშირია მარცხი, მით მეტად იბერება პოლიტიკოსების ეგო – „შენ კარგი ხარ დედიკო, ხალხია დებილი და არ გიმსახურებს“…ეს შეძახილები წლების განმავლობაში იყო ჩემი ყოველდღიურობა, სანამ პირიდან ცეცხლი არ გამოვტყორცნე და ყველა party pooper-ი არ გადავწვი.ეს ძალიან ბრძნული მოქმედება იყო, იმიტომ რომ ახლა, თითქმის აღარვინ მაწუხებს საკუთარ უსუსურობაზე მორგებული, არაკვალიფიციური შეგონებებით.ეს ამპარტავანი ლუზერები სინამდვილეში არიან უმეცრები.ეჭვი სულ მქონდა რომ უმეცრები არიან, მაგრამ 2020 წლის შემდეგ, როცა გიგას არჩევნების გამო ამომრჩეველი გავიცანი, იქ მთელი თვალსაჩინოებით დავინახე, რომ ქართული პოლიტიკის მანქანას ბორბლები არ აქვს – აგურებზეა შეყენებული და ევაკუატორით ექაჩებიან.  ერთ ამბავს მოვყვები:2020 წელს გიგამ კენჭი ჩვენთვის ძალიან რთულ რეგიონში იყარა.ფოთი და ღრმა სამეგრელო – სენაკი, ხობი.ასეთ ოლქში შევედით პატრიარქის, ზვიადის და მიშას მტრებად შერაცხული „ელჭიპიტი იეღოვლები“ ბიძინასთან საჭიდაოდ.რა დაგიმალოთ, და მე ძალიან ამანთო გამოწვევამ – მაინტერესებდა პროცესი, მაინტერესებდა ეს ორი „იეღოველი“ რას შევძლებდით უკიდურესად პატრიარქალურ ოლქში… (თითქმის 7 პროცენტი ავიღეთ ორმა ელჭიპიტიმ მაშინ, როდესაც პარტიის ნაციონალური შედეგი 3.7 იყო და ამიტომ არ მაქვს დარდი, რომ ახლაც ავიღებთ მაგდენს უპრობლემოდ, შრომის შედეგად).სანამ ჩავიდოდი ძალიან ბევრი წავიკითხე არჩევნებზე…პროცესი შევისწავლე, დავალაგე თავში გეგმები, როგორ დავიწყებ რეგიონის შემოვლას ჩვენი ამომრჩევლებით, როგორ გამაცნობენ ისინი თავიანთ მეზობლებს, ნათესავებს, როგორ გავიშლი მზის სხივებად მხარდაჭერას ჩვენი ბირთვიდან….მაგრამ სამეგრელოში ჩასულს ყველაფერი თავდაყირა დამიდგა.გაირკვა, რომ არათუ ჩემმა პარტიამ, არამედ არცერთმა პარტიამ არ იცის ვინაა მისი ამომრჩეველი.გაირკვა, რომ არცერთი პარტია ამომრჩეველს არ იმახსოვრებს და არ ინახავს ბაზაში, რომ მას არჩევნებიდან არჩევნებამდე ანგარიში აბაროს.(არადა მანამდე სულ მესმოდა, რომ ვიღაც ხალხია ჩვენს პარტიაში, რომელიც სუპერკომპეტენტურია არჩევნების ჩატარებაში – თურმე, რეალურად არჩევნების გაყალბება სცოდნია ამ ხალხს და არაფერი სხვა და რადგან თვითონ არ არიან ხელისუფლებაში რომ გააყალბონ, ლუზერებად რჩებიან)ნაცებმა თუ იციან რაღაც ამომრჩეველზე, მხოლოდ იმიტომ იციან, რომ ამომრჩეველმა იცის „ოპოზიცია რომ ნაცებია“ და ეს არა ნაცმოძრაობის პარტიული შრომის შედეგი, არამედ უბრალოდ 2003 წლიდან შეჩვეული ჭირია და თუ ადამიანი ოპოზიციაა, უნდა ივარაუდო რომ ნაცია – სხვა არფერი იცის და გაუგია, თუ სხვა ნომერი შემოუხაზავს, რომელიმე კოორდინატორი მეზობლის ხათრით, ან იმიტომ, რომ იქირავეს, თორემ პარტიასთან, შინაარსობრივად, არანაირი ბმა არ გააჩნია.ანუ სამეგრელოში ჩასვლიდან პირველივე კვირაში მივხვდი, რომ ქართული პოლიტიკის მანქანა „დასტუკებულია“ – არცერთმა პარტიამ არ იცის ვინაა მისი ამომრჩეველი, არცერთმა პარტიამ არ იცის რა ტკივათ მათ, არცერთი პარტია არ ელაპარაკება ამომრჩეველს არჩევნებიდან არჩევნებამდე, არცერთი მათგანი არ გამოხატავს იმ ამომრჩევლის ნებას, რომლის ხმებიც მიიღო – როგორ უნდა გამოხატავდეს, თუ არც კი იცის, ისინი ვინ არიან, რა უხარიათ, რა სწყინთ, რა მისწრაფებები აქვთ…ამ ყველაფრის გაცნობიერებამ ჯერ ძალიან გამაბრაზა (გამაბრაზა რომ ხალხს ბრალდება პოლიტიკოსების დისფუნქციურობა და უნიჭობა), ოღონდ მერე ძალიან გამახარა…ავადმყოფობაში გასახარი არაფერია, მაგრამ როცა დიაგნოზი იცი, გაცილებით უფრო მარტივია მკურნალობა, ვიდრე გაურკვევლობაში ხელების ფათურით.სამეგრელომ და სამეგრელოში მიღებულმა შედეგმა ძალიან ამანთო და სრულიად სხვა შესაძლებლობები დამანახა.გიგას პარტიიდან ის უმეცარი ღორები რომ არ წასულიყვნენ, მე ჩემთვის გავაკეთებდი იმას, რაც სამეგრელოში ვისწავლე, მაგრამ რადგან გამახარეს და სამარცხვინოდ გაასხეს, ზუსტად ისე, როგორც ეკადრებოდათ – ცხადია გიგას პარტიაში დავიწყე იმის კეთება, რაც სწორი ქართული პოლიტიკური მანქანის შესაკეთებლად ჩავთვალე საჭიროდ – პირველ რიგში ჩვენი ღირებულებების ამომრჩეველის იდენტიფიცირება და მასთან სინერგიის ძიება იმ შინაარსით, რომელიც ჩვენია.ამ უნიჭო დინოზავრების მიერ განადგურებული პარტიის ნანგრევებზე ახალი შენობის დადგმა რომ დავიწყეთ, სულ ერთი ამბავი მამხნევებდა:როდესაც არჩევნების სტრუქტურული პრობლემა აღვიქვი, მივხვდი რომ როგორც სწორია, ვერ ვიმუშავებდი, ახალი გეგმა დავაწყვე…  დამატებით კოორდინატორების აყვანას, გიგამ და მე ვარჩიეთ რა ფულიც გიგასთვის ავწიეთ, იმით უკეთესი საქმე გაგვეკეთებინა და ფოთელი, სენაკელი და ხობელი ბავშვები გაგვერთო – ვიფიქრეთ, კორუმპირებულ სისტემაში ფულის ყრას, აგერ ბავშვებს გასართობი არ ჰქონიათ, გავართობთ, სიხარულს მოვგვრით და ბოლობოლო რომ გაიზრდებიან იმას მაინც გაიხსენებენ რომ ბავშვობაში ორი „ელჭიპიტი იაღოველი“ მიკიმაუსთან და ოჩოფეხებიან კაცთან ერთად სოფლებში შეუვარდათ, ათამაშა, გაართო, ფეიერვერკები ისროლა, ამაში არაფერი ითხოვა და თავის გზას გაუდგა.საგზაო რუკა ასეთი იყო:დილას ვდგებოდით, მივდიოდით რომელიმე სოფელში ან უბანში მე და ჩემი ბრემენელი მუსიკოსები.ცენტრში იშლებოდა გასართობი სცენა.მე დავდიოდი კარდაკარ და ვარიგებდი მოსაწვევებს ბავშვებისთვის საღამოს ღონისძიებაზე (სადაც მათ პოლიტიკით საერთოდ არავინ აწუხებდა).ცხადია ოჯახებში მეპატიჟებოდნენ, ნალივკას ან ჭაჭას მასმევდნენ, მელაპარაკებოდნენ თავიანთ ცხოვრებაზე…მერე უკვე, გვიან, მთელი სოფლის ბავშვები იკრიბებოდნენ გასართობად ცენტრში და გვერდიდან ვუყურებდი მათ სიხარულს – კმაყოფილებით.ხოდა აი ამ ბავშვების თვალიერებაში ერთი რამ გამოიკვეთა:  ბავშვებში ბევრი იყო ისეთი, ვისაც ქართული ოცნების მაისური ეცვა – მეტწილად მშობლის – სასაცილოდ და საყვარლად აფართხუნებდნენ როდესაც უჯმა რაღაც თამაშების შესრულებას თხოვდა.ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა და ბედნიერება – ერთგვარი ევრიკა.ყველა ოჯახისთვის ბავშვი არის ყველაზე ძვირფასი, რაც ოჯახს გააჩნია და გამონაკლისები წესს ადასტურებენ.როცა მათთვის ყველაზე ძვირფასისთვის სიკეთე გავაკეთე, ბარიერები გავარღვიე.ბავშვების სიკეთეზე მშობლებმა უარი ვერ თქვეს, ვერ უთხრეს ბოკერია და ჩერგო ბოროტები არიან და იქ არ მიხვიდეთ, გაგრყვნიანო…გამოუშვეს გასართობად და თავდაცვისთვის ქართული ოცნების მაისურები ჩააცვეს, რომ ავტორიტარულ რეჟიმს მათ ლოიალობაში ეჭვი არ შეპარვოდა.  ეს ამბები იმისთვის მოვყევი, რომ უფრო თვალსაჩინოდ ამეხსნა რატომ მძულს პოლიტიკური სპექტრი და რატომ მჯერა, რომ თუ ქართული პოლიტიკა სისტემურად გადავტვირთეთ და ქვემოდან ზემოთ ამოვიყვანეთ პროცესი, მოქალაქეებისთვის ძვირფასს დავუკავშირეთ და ამომრჩეველთან სინერგია დავამყარეთ – ქართული პოლიტიკური მანქანა გაიმართება და ცვლილებების პროცესი შეუფერხებლად ისრიალებს.იმისთვის, რომ სისტემური გადატვირთვა სწრაფად და იაფად შევძლოთ, აუცილებელია რომ პოლიტიკური პროცესს ამომრჩევლის ინტერესები მართავდეს – data driven იყოს.და ზუსტად ვიცი, რომ ამ რწმენაში მართალი ვარ!“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765