„ასეთი იყო ის დღეები. და ის ღამე, 21 მაისის. და დილაც. რომლის გამეორებაც აღარ მინდოდა“ – გიორგი კეკელიძე

სოცმედია 1716258691

კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე:„ზუსტად ორი წლის წინ, 21 მაისს, ამინდი ამღამინდელს ჰგავდა. ელავდა. ელავდა. ოღონდ ქარი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახლაა. გაცილებით. ვიწექი და ვფიქრობდი, რომ გაძლება უკვე შეუძლებელია. დღეები უხარისხო ასლის მანქანაზე გადამრავლებული სურათებივით ჰგავდნენ ერთმანეთს – ოღონდ მსგავსება თანაბარი ვეღარ იყო – უფრო და უფრო ამძიმებდა სულსაც და სხეულსაც. და ვერ ვხვდებოდი, რომ ვდგებოდი და სადღაც მივათრევდი საკუთარ თავს, რატომ მივათრევდი ან ღამით ლოგინში რომ ვწვებოდი, რატომ ვწვებოდი – რაღა საჭირო იყო ადამიანების ეს ყოფითი რუტინული რიტუალი, თუ ფონად საზარელი და მოურჩენელი წამება ახლდა – 57 კილოღა დავრჩი, ორ დღეში ერთხელ თუ მაჭმევდნენ ორიოდ ლუკმას, ფსიქოტროპული გამტკნარწყალდა და ხელოვნურ სიმშვიდესაც აღარ უდრიდა. უდრიდა უარესს – საშინელი შიშების ალყას, ობსესიების მოშვერილ ალესილ ხიშტებს, ათმაგ თვითგვემას.სამყაროსგან გამოყოფის შეგრძნება, ირგვლივეთის გაბუნდოვანება, სიხარულის გაუქმება, კანკალი, გულისრევა, ჟრუანტელი. და რაღა არ, რაღა არ.მაგრამ ყველაზე საშინელი და მტანჯველი მაინც აკვიატებული ფიქრებია. შიში და ფიქრები. სადაც უნდა გაიქცე, ყველგან მოგდევენ, გეწევიან, ერთმანეთს ამრავლებენ ასეთი ფიქრები და ერთმანეთზე საზარლები არიან. ჭერზე თვალებმიბჯენილს წამით ჩაგეძინება და გესიზმრება რაღაც ჩვეულებრივი, უაღრესად ჩვეულებრივი ამბავი. უკიდურესად ბანალური. ისეთი, როგორიც ადრე იყო ცხოვრება რომელიმე ჩვეულებრივ დღეს და გინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ეს მონატრებული კადრი. მაგრამ სიზმარი მთავრდება მალე. გულის ხმა გაღვიძებს. გგონია, ჰა და გასკდება. იღებ თავთან გამზადებულ ტრანკვილიზატორს. სვამ. ერთი რას მეყოფა – ეუბნები საკუთარ თავს ხმამაღლა და თითქოს ებოდიშები – ეს ერთიც და მეტი აღარ. მაგრამ მერე მეორე. მესამე. ხან მეოთხეც. მოდის ბურუსი. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ბურუსში განა ფიქრი იბინდება, კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს. კიდევ უფრო ცხადია ყველა სიუჟეტი, აჩემებულ ობსესიებს რომ ახლავს. სვამ მეხუთეს. მეექვსეს. და თენდება. დილები ცალკე ჯოჯოხეთია. თითქოს გულთან რაღაც გაწვება. რაღაც უცნაური და უსახელო. დგები. სამსახურში უნდა წახვიდე. თუ წაგიყვანონ. სამყარო ცალკეა და შენ ცალკე. მაინც დგები და მიდიხარ. ამ შენი ფიქრებით და განგაშით. იცი, რომ შეგხვდებიან ადამიანები და გეტყვიან – ივარჯიშე და გამხიარულდი, რომ დეპრესია და შფოთვები ზარმაცების ფუფუნება და სხვანი. ,,თავი ხელში აიყვანე” გეუბნებიან დაბეჯითებით და ვერ ხვდებიან, რომ ისე მძიმეა შენი თავი ამ დროს, ვერაფრით აწევ, რომც მოინდომო. ასეთი იყო ის დღეები. და ის ღამე, 21 მაისის. და დილაც. რომლის გამეორებაც აღარ მინდოდა.და ვცადე; ერთი მხრივ სიკვდილი მსურდა ძალიან და მზად ვიყავი, მაგრამ იმავე სიმძაფრით მინდოდა ვინმეს გადავერჩინე. ამიტომაც დავწერე ღიად.და გავარჩი.და ახლა აქ ვარ. და ვცდილობ სიცოცხლის აუცილებლობაზე გელაპარაკოთ. ყოველი დღით. საქმით. განცდით. და ამ წამების გამხელითაც, რომლის დაძლევაც თუ ადამიანს შეუძლია და ვნახე, რომ შეუძლია, ესე იგი, ადამიანი ყველაფერს შეძლებს.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.   როგორც მან აღნიშნა, პროექტი სამ...

საზოგადოება 1718261436

სენაკის სასამართლოა
სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე, ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდ...

პოლიტიკა 1718261371

გზა
თბილისის მერია 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სარეაბილუტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლ...

საზოგადოება 1718261303

წერილი
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა“ - საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს

 აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს - ორგანიზაცია პრემიერს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებე...

პოლიტიკა 1718261250

წულაძე.png
„ახალგაზრდებმა გამოგვაღვიძეს და იმედი გაუღვიძეს დანარჩენებს“ - ლევან წულაძე

ლევან (ჭოლა) წულაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ახალმა თაობამ გაუღვიძა იმედი დანარჩენებს და მისცა სტიმული წინა...

საზოგადოება 1718260442

გუბაზ სანიკიძე
„პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“ - გუბაზ სანიკიძე

დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. როგორც სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერშ...

პოლიტიკა 1718258252