,,ბერი, ეპისკოპოსი, მღვდელი უნდა იყოს ღარიბი… საშინლად ამახინჯებს გუჩის ფეხსაცმელი და როლექსის საათი” – ბაია პატარაია

სოცმედია 1716258621

ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

,,ბერი, ეპისკოპოსი, მღვდელი უნდა იყოს ღარიბი, რადგან მდიდრები სასუფეველში ვერ ხვდებიან ქრისტეს სწავლების მიხედვით.

 

კიდევ იმიტომ უნდა იყვნენ ღარიბები, რომ სულიერი სიმდიდრის დაგროვებაში ხელს უშლის მას ქონება და მიწიერი საზრუნავი. 

 


  კიდევ იმიტომ უნდა იყვნენ უპოვრები, რომ ღმერთს მინდობილები არიან და არ ეშინიათ გაჭირვების.

 

კიდევ იმიტომ უნდა იყოს მღვდელი ღარიბი, რომ ყველა ლარი ღატაკ ოჯახებს უნდა გაუნაწილოს ამ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს შიათ.

 

კიდევ იმიტომ უნდა იყოს ღარიბი, რომ მაგალითი მოგვცეს საერო პირებს, რომ ჩვენ მათ მაგალითზე შეველიოთ სიმდიდრეს და გავუნაწილოთ ის გაჭირვებულებს.

 

კიდევ ათას მიზეზს დავწერ, თუ როგორ აკეთილშობილებს და ამშვენებს სასულიერო პირს სიღარიბე და რა საშინლად ამახინჯებს გუჩის ფეხსაცმელი და როლექსის საათი, მაგრამ ნუთუ ეს უჩემოდ არ იციან? ნუთუ ეს ვერ ამოიკითხეს სახარებიდან?”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გუბაზ სანიკიძე
„პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“ - გუბაზ სანიკიძე

დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. როგორც სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერშ...

პოლიტიკა 1718258252

თილისის სპორტის ქალაქი
„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა

2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გ...

საზოგადოება 1718258179

საქბანკი
საქართველოს ბანკი ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად  5 თანამშრომელს სრულად  დაუფინანსებს

  საქართველოს ბანკისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს სხვადა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1718258109

თსუ- SDSU
ჯაბა სამუშია SDSU-ის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU)  მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ახალ ეტაპს დაესწრო.  ღონისძიებაზე საუბარი შეეხო პარტნიორი უნივერსიტეტების ცნობადობის ამა...

განათლება 1718258027

ობრაიენი
„ერევანი-ბაქოს შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის EU-ში ინტეგრაციას დააჩქარებს“ - ობრაიენი

ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო თანაშემწის, ჯეიმს ობრაიენის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციას მხოლოდ ერევანი-ბაქოს შეთანხმება დააჩქარებს. ამის შესახებ მან რა...

პოლიტიკა 1718257861

ევრო დოლარი
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 13 ივნისს - ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 13 ივნისს - ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით:   1 აშშ დოლარი - 2.8664;1 ევრო - 3.0834;1 ფუნტი - 3.6564;1 ლირა კი 0.0885 ლარი ეღირება.

ბიზნესი & ეკონომიკა 1718257699