"ჭკვიანური სახით არგუმენტის მოტანა, რომ ინგლისში და სხვაგანაც ბავშვები სკოლებში ფორმებით დადიან და ამიტომ ეს სწორია, ჩვეულებრივი სისულელეა ჩემს თვალში..."- ტორესა მოსი ლადო ბურდულზე

სოცმედია 1637924779

ტორესა

მწერალი ტორესა მოსი  გადაცემა "ჩატში" ლადო ბურდულსა და მარიამ გულედანს შორის წარმოშობილ კამათს ეხმიანება სკოლის ფორმებთან და ზოგადად, ახალგაზრდების თავისუფლებასთან დაკავშირებით და წერს:

"რამდენიმე დღეა ვუყურებ დისკუსიას და არ შემიძლია არ ვთქვა. სკოლის სავალდებულო ფორმები ინგლისშიც, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც, საქართველოშიც და ყველგან, სადაც ის გამოიყენება, ბავშვებზე ძალადობის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. სკოლა ინგლისშიც, ამერიკაშიც, საქართველოშიც და ძირითადად ყველგან, ძალადობრივი ინსტიტუციაა, რომლის მიზანი არ არის ბავშვისთვის ცოდნის მიცემა, უფრო სწორად ეგ მეორეული მიზანია, მთავარი მიზანი არის ბავშვის, როგორც ინდივიდის, მისი მისწრაფებების, მისი სურვილების, ოცნებების, ინდივიდუალობის განადგურება.

მესმის, რომ ცუდად ჟღერს რასაც ვამბობ, მაგრამ არსებითად, სკოლების რეფორმა მსოფლიოში თითქმის არსად ჩატარებულა და ყველგან სკოლები ძირითადად ძალადობრივია, ამიტომ ჭკვიანური სახით არგუმენტის მოტანა, რომ ინგლისში და სხვაგანაც ბავშვები სკოლებში ფორმებით დადიან და ამიტომ ეს სწორია, ჩვეულებრივი სისულელეა ჩემს თვალში. ადამიანებზე ძალადობა ინგლისშიც ისეთივე პრობლემაა, როგორც საქართველოში და მოზამბიკში. და კი, როდესაც გაიძულებენ რაღაც საკუთარი ნების წინააღმდეგ ჩაიცვა, არის ძალადობა, თუ ეს არ უკავშირდება უსაფრთხოებას. მაგალითად ქარხანაში, ან მშენებლობაზე სპეციალური ფორმა გამართლებული შეიძლება იყოს უსაფრთხოების საჭიროებიდან და არა მენეჯერის ახირებიდან. მაგალითად ბანკში დრესკოდი არის ბანკის თანამშრომლებზე ძალადობა. იმის გამო, რომ ეს ძალადობა ნორმალიზებულია, არ ნიშნავს, რომ ეს სწორია. სწორი კი გვეჩვენება იმიტომ, რომ სკოლიდან გვაგუებენ აზრს, რომ ძალადობა ნორმალურია და ასეც უნდა იყოს.

მოკლედ, ბავშვებზე ძალადობა, სამწუხაროდ, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, სერიოზულ გამოწვევად რჩება კაცობრიობისთვის. განვითარებულ ქვეყნებში ამ ძალადობას უკეთ ფუთავენ და აპრიალებენ, მაგრამ სამწუხაროდ, გერმანიაშიც, ინგლისშიც, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც, ავსტრიაშიც და ძირითადად ყველგან, ძალიან იშვიათი და ერთეული კონკრეტული გამონაკლისების მიუხედავად, კონკრეტული სკოლების დონეზე, საგანმანათლებლო სისტემა, თავისი არსით ძალადობრივია" , - წერს ტორესა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800