„დედაჩემი იმდენად ცუდად გახდა, ექიმები მიდიან მის დასახმარებლად. ჩვეულებრივი მკვლელები არიან“ – მამუკა მდინარაძე

სოცმედია 1716981651

მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე  სოციალურ ქსელში წერს: „როგორ აგონიაში არიან. ფაშიზმის მორიგი გამოხატულება: როგორც ჩანს გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა “ტვ1” ჩემს მოხუც მშობლებს. (ღმერთს მადლობა, რომ ჩემი შშმ სტატუსის, თუმცა ჯან-ღონით სავსე ძმა სახლში არ იყო…) ეკითხებიან, სოფლის სახლი რითი ააშენეთ და “რუსულ” კანონს თუ ეთანხმებითო. დედაჩემი იმდენად ცუდად გახდა, ექიმები მიდიან მის დასახმარებლად. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. პირდაპირი განზრახვით ჩასული მკვლელები!კანონზე ერთი არგუმენტი ვერ დადეს ამდენი თვეა და დედაჩემს ეკითხებიან, ქალი ფეხზე ძლივს დგას…სახლის ხარჯებს რაც შეეხება, ჯერ მე მკითხეთ აქ ან დეკლარაციას ჩახედეთ, თეთრების სიზუსტით მიწერია, კრედიტი რამდენი მაქვს აღებული, რა გავყიდეთ, როგორ მოვახმარე შესაბამისი თანხა მშენებლობას, დეტალური განმარტებებიც კი მაქვს გაკეთებული დეკლარაციაში!და საერთოდ, კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთ თეთრს ვერასდროს მიპოვნით დაუსაბუთებელ შემოსავალს!! იმიტომ, რომ სწორედ მაგ მშობლებმა გამზარდეს ზუსტად ისე, როგორც მათ თავად იცხოვრეს მთელი ცხოვრება – პატიოსნად!!! თქვენ ვერ წარმოგგიდგენიათ თქვენი პატრონებიდან გამომდინარე, მაგრამ მოგიწევთ დაიჯეროთ, რომ უმრავლესობის ლიდერსაც კი ჭირდება კრედიტების აღება, მშობლებს სოფლის სახლის აშენებაში რომ მიეხმაროს!ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა, მაგრამ ვერც ამით შეარყევთ სიმართლეს, ღირსებას და სიამაყეს, რაც ყველაფერზე მეტად აშინებს აგენტურას!“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.   როგორც მან აღნიშნა, პროექტი სამ...

საზოგადოება 1718261436

სენაკის სასამართლოა
სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე, ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდ...

პოლიტიკა 1718261371

გზა
თბილისის მერია 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სარეაბილუტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლ...

საზოგადოება 1718261303

წერილი
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა“ - საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს

 აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს - ორგანიზაცია პრემიერს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებე...

პოლიტიკა 1718261250

წულაძე.png
„ახალგაზრდებმა გამოგვაღვიძეს და იმედი გაუღვიძეს დანარჩენებს“ - ლევან წულაძე

ლევან (ჭოლა) წულაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ახალმა თაობამ გაუღვიძა იმედი დანარჩენებს და მისცა სტიმული წინა...

საზოგადოება 1718260442

გუბაზ სანიკიძე
„პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“ - გუბაზ სანიკიძე

დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას, გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა არ იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. როგორც სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერშ...

პოლიტიკა 1718258252