„დღეს 15 წელი შემისრულდა, რაც მღვდელი გავხდი...“ - შალვა კეკელია

სოცმედია 1709353381

მამა შალვა კეკელია.jpg

დღეს 15 წელი შემისრულდა, რაც მღვდელი გავხდი, უფლის ნებით და მისი უწმიდესობის ხელდასხმით, - ამ შინაარსის პოსტს ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით ედგა.

„პირველ რიგში, შენდობა მინდა ვთხოვო უფალს და იმ ადამიანებს, რომელთაც გული ვატკინე, მადლობა მინდა გადავხადო მის უწმიდესობას, ჩემს სულიერ მოძღვარს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ჩემს სულზე ზრუნვისთვის, ჩემს სულიერ ძმებს ქრისტეში, მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც საოცარ ძალას მაძლევენ იმისთვის, რომ ბოლომდე დავიხარჯო, სულიერ შვილებს რომლებიც მასწავლიან ქრისტესთან ურთიერთობას, ყველა იმ ადამიანს, რომელთა სიყვარულს ვგრძნობ ყოველდღიურად...

ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და საშუალება მომეცა, ჩემ ქვეყანას და ეკლესიას ვემსახურო, ჩემი ცოდვილი სულით...

„ისეთი განსაცდელები მქონდა, მეგონა, ტკივილისაგან სულს განვუტევებდი, როგორც ცეცხლოვანი ღუმელიდან. მაგრამ, როგორც კი ჩაივლის განსაცდელი, ისეთი ნუგეში მოდის, თითქოს სამოთხეში იყო სხეულის გარეშე. უყვარხარ ქრისტეს, უყვარხარ ჩვენს ღმრთისმშობელს, წმინდანები გაქებენ, აგნელოზებს უკვირთ.

ხედავ, რამდენი სიკეთე მოაქვს განსაცდელსა და გასაჭირს? მაშ ასე, თუ გინდა, რომ შენც შეიცნო და იგემო ქრისტეს სიყვარული, მოითმინე, რაც შენს თავს მოიწევა. არა ის, რაც შენ თვითონ მოგწონს, არამედ ის, რითაც ისურვებს უფალი შენს გამოცდას. ის, რასაც ჩვენ ჩვენი განზრახვით ვაკეთებთ, არაფერია. ათასჯერ უფრო მაღალია ის, რასაც უფალი გვიგზავნის, ჩვენი განზრახვისდა საწინააღმდეგოდ. ძვალი ძვალზე და სისხლი სისხლზე - ასე ებრძვის ადამიანს მტერი ეშმაკი ღმრთის ნებით. იმდენად, რომ იგი დნება და ლღვება, როგორც ცვილი ცეცხლისაგან.მაგრამ როცა გამოცდა ჩაივლის, მთლიანად სიხარულით ივსები. თვალისმომჭრელი ნათლით ხარ მოსილი და ხედავ საიდუმლოებებს, რომელთა გამოთქმა ენას არ ძალუძს. და მაშინ უკვე გწადია, ისევ მოვიდეს განსაცდელები, რადგან უკვე შეიცანი მათ მიერი სარგებლობა.” [იოსებ ათონელი(ისიხასტი)]“, - ვკითხულობთ მამა შალვას პოსტში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ახალგაზრდები
"სიმცირის მიუხედავად, გზას ხელოვნურად კეტავენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - შსს აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

შსს ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობების მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას, რის გამოც, გომელაურის უწყება ორგანიზატორებსა...

პოლიტიკა 1713950251

პაპუაშვილი
პაპუაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. აუსტრე...

პოლიტიკა 1713949842

ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩე...

სამართალი 1713949697

ზარქუა
საგარეომ ლიეტუვის ელჩს მოსთხოვოს პასუხი - ზარქუა აუსტრევიჩუსის მიერ "ხარებას" და სირაძის დასანქცირების მოთხოვნაზე

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, სანქციების დაწესების მოთხოვნის ფარგლებში პირველად გაჟღერდა პოლიციის მაღალჩინოსნების სახელები. პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დ...

პოლიტიკა 1713949640

სასამართლო
ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს დამნაშავედ - შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. "სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბ...

სამართალი 1713949530

კალაძე
კახა კალაძე: გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს?

„რასაკვირველია ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ისეთი  ევროკავშირი, სადაც არის სამართლიანობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძისთვის გაურკვეველია,  ...

პოლიტიკა 1713949343