"დღეს სიმართლე წყალივით სწყურია ხალხს!" - ვის უხდის მადლობას ხათუნა ხოფერია

სოცმედია 1660297046    1310

ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია საზოგადოებრივ მოძრაობას „ხალხის ძალა“ მადლობას უხდის და წერს:

"მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება”.- აბრაამ ლინკოლნი.

კელი დეგნანს ეს სიტყვები გაგონილიც არ ექნება. და რომც ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, ვერც ჩაწვდება მის აზრს.

ეს სიბრძნე ამერიკის მე-16 პრეზიდენტს ეკუთვნის. პრეზიდენტს, რომელმაც მე-19 საუკუნის 30 წლიბში გააუქმა მონობა!

მე-19 საუკუნეში! მონობა! სხვათაშორის, ლინკოლნი რესპუბლიკელი იყო! დიახ, რესპუბლიკურმა პარტიამ იომა მონობის გასაუქმებლად, ხოლო დემოკრატები მონობის ინსტიტუტის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ!სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის ისტორიული ქვეცნობიერი, რომელიც კელი დეგნანისა და მისი დემენციური პრეზიდენტის პოლიტიკური და ადამიანური ქცევების უკან დგას!

დიახ, ისინი ტიპიური კოლონიზატორები არიან! ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი კოლონიზატორის გენეტიკური კოდით!

რაო, რა თქვა ერდოღანმა?

“7 ტრილიონი მოითხოვა ამერიკამ ახლო არმოსავლეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანაშიო” .

რაო, რა თქვა კელიმ?

“6 მილიარდი დაგახარჯეთო”…

ასე უთვლდნენ კოლონიზატორები თავიანთ კოლონიებს “დანახარჯებს…

რა საოცარი რამაა ისტორიული მეხსიერება. ის ყოველ ადამიანშია და მის ბუნებრივ ინსტიქტებსა და ყოფაზე დომინირებს.

აი, მაგალითად კუ კლუქს კლანი -KKK- რომელიც დღესაც ფუნქციონირებს გარკვეული ფორმით. ის მე-19 საუკუნიდან არსებობს და მიმიკრირებს პოლიტიკურ თუ სოციალურ გარემოსთან.

ლინჩის წესით გასამართლებიდან დაწყებული, შიშის დათესვის მიზნით ჯვრების დაწვის ცერემონიალით დამთავრებული და რაც მთავარია – მეორე ხარისხის ადამიანების დასჯისა და განადგურების ფაქტებით, KKK არსად გამქრალა, ის აქაა… კელის დეგნანის მეხსიერებაში, მის ისტორიულად დაბინძურებულ ქვეცნობიერში.

მოკლედ, ამდენი იმისთვის ვწერე, რომ დღეს გამოქვეყნებული წერილი, (რომელსაც თან ვურთავ) , არის ძალზედ დროული და უტყუარი ფაქტებით დატვირთული. აქ ისევ განვმეორდები და ლინკოლნს მოვიშველიებ: “მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება.”

სწორედ ამისთვის მადლობა საზმოძრაობა- “ხალხის ძალა”-ს.

დღეს სიმართლე წყალივით სწყურია ხალხს! მადლობა, რომ დაარღვიეთ “გამაყრუებელი” სიჩუმე საქართველო უპირველეს ყოვლისა!”, – წერს ხოფერია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი
„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში“ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, .ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „კატასტროფული ვითა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170336

დაღესტანიი
შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპოტესტებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170147

ინგა გრიგოლია
„ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდება, სულ რომ ხელი არ გავანძრიო“ - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგლია სოცქსელში წერს: „ჰაჰაჰაჰჰაჰა  კარგია  ტყუილად კი არ ვთქვი, ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდებათქო. სულ რომ ხელი არ გავანძრიო, ადრე თუ გვიან, მაინც მისრულდება,თუ ძალიან...

სოცმედია 1664168812

ოკუპანტები
დიდი უკმაყოფილება პუტინის ჯარში - ჯარისკაცი სამხედრო ნაწილიდან კამაზით გაიქცა

რუსეთის პოლიციამ დააკავა ჯარისკაცი, რომელიც ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილიდან სატვირთო მანქანით გაიქცა, ინფორმაციას BAZA ავრცელებს.   მოსკოველი ვიქტორ პერეკიპსკი კონტრაქტორი ჯარისკაცია. მისი ახლობლე...

მსოფლიო 1664168553

ზეიკიძე კუმ დეო
უყურეთ ვიდეოს, დაიმახსოვრეთ ეს სახელები და გვარები და მათზე ყველას მოუყევით - „კუმ დეოს“ რაჭული ქრონიკა

ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია - სოკრატეს ამ სიბრძნეში ადრე შესაძლოა, ეჭვი შემეტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „კუმ დეო მედიქალის“ გუნდი სოფელ-სოფელ დადის და...

საზოგადოება 1664168276

სამარხი
პუტინური კოშმარი - იზიუმში კიდევ ორი მასობრივი სამარხი იპოვეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რომ აქ ასობით ადამიანის ცხედარია. "ვიპოვ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664167780