„დიდი უბედურების დღე გაგვითენდა“ - ბაია პატარაია

სოცმედია 1653551061    281

ბაია პატარაია

"საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, ზუგდიდელმა ქალმა, რომელიც პოლონეთში ქმარმა მოკლა, გარდაცვალებამდე ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა. ქალი ყვებოდა, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. 

"დღეს საფარი/Sapari დიდი უბედურების დღე გაგვითენდა. პოლონეთში ქალი რომ მოკლა ქმარმა, მაგ გოგოს დახმარებას ჩვენ ვცდილობდით აქედან და ვერ დავეხმარეთ...

ჩვენ თანამშრომელთან თამუნა ლუკავასთან გავიდა ჯერ კონტაქტზე, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და თამუნამ ასწავლა მტკიცებულებების შეგროვება. შაბათს მისწერა თამუნას, რომ ისევ ნაცემი იყო და ამჯერად პოლიციის გამოძახება სურდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ.

ჩვენ მოვძებნეთ პოლონეთში ქართველი გოგო, რომელმაც გამოიძახა პოლიცია მის ნაცვლად, რაღაც მოშორებულ ქალაქში ცხოვრობდა. პოლონეთის პოლიცია მივიდა და წავიდა, თარჯიმანი იპოვნე და შენით მოდიო...

მერე უკვე დავიწყეთ საელჩოში რეკვა და ჩვენ შსს-ში. საელჩო გამოდგა სრულიად უმაქნისი და უუნარო. აქაურმა შსს-მ პოლიციის ატაშე ჩართო საქმეში და ახლა თავიდან მივიდა იგივე ეკიპაჟი მაგრამ გადაიყვანეს ეს გოგო, თარჯიმანიც დაახვედრეს, მოკლედ გაესაუბრნენ და დავრწმუნდით, რომ მსხვერპლი ხარო. გამოუშვეს შინ, მერე ქმარიც გამოჩნდა, დააკავეს ის კაცი. გაგვიხარდა ჩვენ, მაგრამ გამოუშვეს ის კაცი. დავიწყეთ ისევ რეკვები, რომ ქალი კვლავ საფრთხეშია, ავაწრიალეთ ისევ ყველა. ორშაბათს გვქონდა ბოლოს კავშირი ამ გოგოსთან, ოთხშაბათს მოუკლავს ქმარს, ორივე საქართველოს მოქალაქე იყო...

დილიდან ყველა ვტირით... იქნებ რაღაც კიდე შეგვეძლო იმ შაბათ-კვირას, მაგრამ გვქონდა პოლიციის იმედი, ამაოდ...

დავაყენებთ პოლონეთის პასუხისმგებლობის საკითხს სტრასბურგში, აქედანაც მოვახერხებთ მაგას, მაგრამ იმ გოგოს რა გააცოცხლებს?

არ შეიძლება მოძალადეების ასე დაუსჯელად გამოშვება და რისკების არშეფასება, მაგრამ ესმის ეს ვინმეს ან აქ, ან იქ? ვაიმე, რა დღე გაგვითენდა...", - წერს Facebook-ზე ბაია პატარაია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინა
დიდი ტრაგედია ოდესაში - რაშისტების დაბომბვას 3 ბავშვი დაიღუპა

რუსეთმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა საპორტო ქალაქ ოდესაზე. რაკეტა ცხრასართულიან სახლს და დასასვენებელ ბაზას მოხვდა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. 30 დაშავდა. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ ა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1656652046

ვატო წერეთელი
„მოუახლოვდა ანრი ოხანაშვილი, შუბლი შუბლზე მიადო, რაღაცას ეუბნებოდა ძალიან დაძაბული სახით და მოუქნია, სახეში სთხლიშა, გამოჩნდა ოდიშარია, ზარქუა“ - ვატო წერეთელზე თავდასხმის თვითმხილველი

"ტვ პირველის" ფინანსური დირექტორი, ნანა აბურჯანიძე, რომელიც გუშინ აშშ-ს სალჩოში მიღებას ესწრებოდა ვატო წერეთელზე მომხდარ თავდასხმას იხსენებს. ის ყვება, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის მხირდან პროვოცირე...

პოლიტიკა 1656650657

ზურაბიშვილი
„გაცნობებთ, რომ...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ფეისბუქგვერდი სალომე ზურაბიშვილის ჯანმრთელობაზე

სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, - ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.მაქსიმალური...

პოლიტიკა 1656650364

ღარიბაშვილი ფინეთი
„ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც გამხდარა“ - თამარ ლეკვეიშვილი

თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის წარმომადგენლის ადგილას ზის და წერს: „აგე ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც...

სოცმედია 1656649304

მოროსკინა ივანიშვილი
„ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ...“ - ლალი მოროშკინა ივანიშვილის ბათუმის კლინიკაში გამოკვლევების ჩატარებაზე

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს: „დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ სვავებო!ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ც...

სოცმედია 1656648581

ელისო ბოლქვაძე
„ღირსეული პიროვნება“ - ელისო ბოლქვაძე ვატო წერეთელზე თავდამსხმელ ანრი ოხანაშვილს იცავს

"#ჩვენიმხარდაჭერაანრის ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!! ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარ...

სოცმედია 1656648397