სოცმედია • 1726201504
მწერალ, ლაშა ბუღაძის წერილი გაავრცელა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში და დაწერა: “ეგრეა!”
კომენტარებში, “ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია, წერს:
ეგრეა არა იხვი. ან ამის დამადასტურებელი რომელი კვლევა ნახეთ რომელიმემ, ან რომელ სოციუმში გაზომეთ. ტექსტიც არასერიოზული და უპასუხისმგებლოა და შენი შეარიც. იმიტომაცაა ერთოც და მეორეც ლაიქნახევრიანი. მიხვდით ბოლობოლო, რომ ბოდიალია ეს ყველაფერი და ერთი სამეგობროს და პირადად დაინტერესებულ პირთა გარდა არავინ არ იზიარებს.
ეკა კვესიტაძე:
ჯერ ერთი, ჩვენ გახარიას, ლელოს და ზურაბიშვილის გაერთიანებას ვგულშემატკივრობ. მეორე, მეც და ლაშაც ზრდასრული, გამოცდილი და პასუხისმგებლიანი ადამიანები ვართ და პირადად მე, ასეთი სახის შენიშვნას ვერავისგან ვერ მივიღებ.
ნიკა გვარამია:
ზრდასრულად გპასუხობთ მეც, როგორც ზრდასრულებს. რაც შეეხება სტატუსს, ეგ სტატუსი არაა მხოლოდ იმაზე, რაც დაწერე. ან შენ ვერ ჩაწვდი, ან ავტორს გაუჭირდა მკაფიოდ აზრის ჩამოყალიბება
ეკა კვესიტაძე:
ზრდასრულებთს შორის კომუნიკაცია შეურაცყხოფის გარეშე წარმომიდგენია მე. ერთი ერთი. მეორე – მე და ლაშას გვილაპარაკია ამაზე და შესაბამისად, ზუსტად ვიცი რაც არის მისთვის პრიორიტეტი. თავად ავტორიც გიპასუხებს ალბათ, როცა მოიცლის.
ნიკა გვარამია:
შეურაცხყოფა და დრამა აქ არაა და არაა საჭირო თავის წაქცევა. რაც შეეხება მეორეს, სტატუსი ავტორთან წინასწარ გასაუბრების გარეშე თუ გაუგებარია, სტატუსის პრობლემაა, მინიმუმ
ეკა კვესიტაძე:
მარტივი არითმეტიკაა – თუ გახარიამ ვერ გადალახა ბარიერი, მაშინ ოპოზიცია აგებს. არავინ არ ვგულშემატკივრობთ გახარიას, ამის ახსნა არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ. მაგრამ, სამწუხაროდ, წინასაარჩევნო არითმეტიკა ასე დაჯდა. გახარია ახლა ყველაზე მოწყვლადია, შესაბამისად, თუ მარტო დარჩება ადვილი სამიზნე გახდება და ბარიერს არ გადაალახინებენ. სულ ესაა – წმინდა პრაგმატული გათვლა ხმების არ დაკარგვის და გამარჯვების❤️ამიტომაა საჭირო მისი ლელოსთან გაერთიანება – არანაცურ კოალიციაში. ისეთი დროა ემოციების და მოწონება-არმოწონების ფუფუნება არ გვაქვს, სამწუხაროდ.
ყველა კვლევით გახარია ბარიერს ეთამაშება.
ნიკა გვარამია:
ხოდა მიმართე ზუსტ მეცნიერებათა შორის ყველაზე ზუსტს – მათემატიკას და ამ ირაციონალურ-ემოციურ სტატუსს ნამდვილად არ დააშეარებ
ეკა კვესიტაძე:
მივმართე გახარიას შემთხვევაში და რამე არასწორად გავაანალიზე ?
ნიკა გვარამია:
კი, სამწუხაროდ: ბარიერს მიღმა დარჩენილი მანდატების განაწილების წესი. ისე, ყველაზე მარტივი ამბავი მაინც ისაა, რომ ტუ ბევრი ამომრჩეველი მოვა (2 მილიონი +), ოცნება ყველა ვარიანტში წააგებს, რაგინდარა არ უნდა ვთვალოთ და რამდენიც არ უნდა ვიმკითხაოთ ცენტრების რაოდენობაზე და შემადგენლობაზე. ასე რომ, GOTV უნდა ვიძახოთ და არა ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ და დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია გამოვიწვიოთ. მით უფრო, როცა არავითარი რაციონალი ამ მჩხიბავობის უკან არაა.
არასწორი მათემატიკაა: ნებისმიერი გარეთ დარჩენილი ხმა ნაწილდება პროპორციულად და არა ქოცებს მიაქვს ყველა.
კომენტარებში, დისკუსიას ეხმაურება ლაშა ბუღაძე და წერს:
არადა, ყველა სიტყვას პასუხისმგებლობით ვეკიდები და ყველა სიტყვას ვწონი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები კი იმდენი მომისმენია და მინახავს პოლიტიკოსებისგან თუ სხვათაგან სულ ცოტა ბოლო 12 წელიწდში, ახლა ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ყველაფერი კარგად მახსოვს. რაც პოსტში დავწერე, ეყრდნობა არა ჩემს შეგრძნებებს, არამედ სწორედ კვლევებს და ის რეპლიკა, რომ თურმე ჩემ სუბიექტურ აღქმებს და ბაბლის ინტერესებს გამოვხატავ, მესმის ბოლო 20 წელია იმათგან, ვისაც არ უყვარს, როცა აკრიტიკებენ ან მათ იმპერატივებს არ იზიარებენ. მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის დამარცხება და სხვა ყველაფერი ახლა მეასეხარისხოვანია. ხმები არ უნდა დაიკარგოს სწორედ მათემატიკურად და ხალხს იმის დამატებითი მოტივაცია უნდა მიეცეს, რომ არჩევნებზე დაიცვას თავისი მომავალი ივანიშვილის თაღლითებისგან.
„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...
საზოგადოება • 1728469283
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან. "გუშინ ევროპარ...
პოლიტიკა • 1728467766
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...
პოლიტიკა • 1728465140
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...
პოლიტიკა • 1728464809
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...
პოლიტიკა • 1728464459
ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. "პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი ი...
საზოგადოება • 1728463798
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი