"გამოდიან და მიამიტი სახეებით წუწუნებენ, მოღალატეები არ ვართო..." - რას წერს ნენე დალაქიშვილი

სოცმედია 1679168100    582

ნენე

"რუსული ოცნება" იმას იმკის, რაც დათესა.

მეათე წელია, მათ, ვინც არ ეთანხმება ნაცებს, მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს, დესტრუქციულებს და პროვოკატორებს ეძახის.

ახლა გამოდიან და მიამიტი სახეებით წუწუნებენ, მოღალატეები არ ვართო.

ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას უსაფუძვლოდ მიაკერეს მოღალაატების იარლიყი.

ლევან ბერძენიშვილს "სუს"-ის აგენტი ნათია ბერიძე დაახვედრეს.

ნიკა გვარამია გამოგონილი ბრალდებით ციხეში გამოკეტეს.

დასავლეთი ეუბნებათ, ევროკავშირი თუ გინდათ, მიშა სამკურნალოდ უნდა გაუშვათო და ქვა ააგდეს, თავი შეუშვირეს.

კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს უსმენენ, სცემენ, კლავენ.

წულუკიანმა გელათი მოსპო და გაანადგურა, პროფესიონალი კადრები სამსახურებიდან გაყარა.

კორუფციის ჭაობში გვახრჩობენ, ცოლებს ტყეებს ჩუქნიან.

საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებენ.

კიდევ ათასი სისაძაგლე ჩაიდინეს და ბოლოს, ამ რუსული კანონით, რუსეთში შეთრევა დაგვიპირეს.

ხოდა, ჩვენ კი არა, ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენ ხართ მოღალატეები და თქვენ ხართ რუსები - ეს კარგად დაიმახსოვრეთ.

რამდენჯერაც თავს წამოყოფთ, იმდენჯერ მოღალატის ძახილს მიიღებთ.

დიდი დრო აღარ დაგრჩათ."

- წერს ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
„კვარას გულშემატკივრებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ფაქტი“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეხბურთელის პატრიარქთან შეხვედრაზე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან შეხვედრას ეხმიანება და სოცქსელში წერს: „ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია: ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო...

სოცმედია 1679581956

იოსელიანი
„ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის“ - ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. იოსელიანი ვივა მედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინიკა პენიტ...

პოლიტიკა 1679581449

ფინეთის პრეზიდენტი
ფინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან  დაკავშირებულ კანონს  ხელი მოაწერა

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ  ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან  დაკავშირებულ კანონს  ხელი მოაწერა. ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 -დან 28 ქვეყანამ უკვე...

მსოფლიო 1679580199

ხუხაშვილი
„მტერს ენას უჩლიქავ... უკიდურესი სიმხდალის და უღირსობის გამოვლინება“ - გია ხუხაშვილი „ოცნებას“

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: “უკიდურესი სიმხდალის და უღირსობის გამოვლინება:მეგობარს “ებლატავები” იმ გათვლით, რომ შეეცოდები და ხელს არ შემოგიბრუნებს და მტერს ენას უჩლიქავ იმიტომ, რომ ხელის შემობრუნების გ...

სოცმედია 1679577645

მარცხის ისტორიები
  საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“  მორიგი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტშ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1679576414

კირბი
„იდიოტია“ - კირბი რუს პილოტზე, რომელმაც შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონი ჩამოაგდო

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის მიერ, იმ მფრინავების დაჯილდოებაზე ისაუბრა, რომლებმაც შავი ზღვის თავზე, ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. "საუკეთესო შემთხვევაში, უბ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679576083