“გეგმა დაიდოს”! თურმე მხოლოდ გეგმის დახატვაშია საქმე, თორემ შემდეგ ეს გეგმა თავისით ამოძრავდება“ – რომან გოცირიძე

სოცმედია 1731325002

გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: „არსებობს მუდამ უკმაყოფილო ადამიანთა კატეგორია, რომლებიც სხვებზე გადაბრალებაში არიან დასპეცებულები. წინა პოლიტიკურ ციკლში მათი ერთ-ერთი პრეტენზია ასე ჟღერდა: “ღამით არ დაგვტოვეს”!სინამდვილეში, როცა აქციის შემდეგ ღამით დარჩენა გადაწყდებოდა, დილით რამდენიმე კინკილა ადამიანი თუ რჩებოდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფოტოც მაქვს შენახული, სადაც ადრე დილით სულ ათიოდე კაცი შემორჩა ღამისთევას და აქედან ნახევარი ჟურნალისტი იყო, სურათის გადასაღებად მისული. ზოგიერთი, “არ დაგვტოვეს” კამპანიას შეგნებულად ეწეოდა ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის, რითაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს.ახლაც მსგავსი სიმპტომები იკვეთება: “გეგმა დაიდოს”! თურმე მხოლოდ გეგმის დახატვაშია საქმე, თორემ შემდეგ ეს გეგმა თავისით ამოძრავდება.როცა ამბობენ, სადაა გეგმაო, გეგმა თავისთავად განსაზღვრულია დროის გრაფიკით. თვის ბოლომდე უნდა შეიკრიბოს ახალი პარლამენტი და იმ დღეს ასი ათასი კაცი უნდა იყოს ქუჩაში.მხოლოდ ოპოზიციის მიერ “ხალხის გამოყვანაზე” იმედების დამყარება არის ილუზია. ხალხი როცა ოპოზიციის მონდომების გარეშე გამოდის, მაშინ აქვს მას განსაკუთრებული ძალა. ოპოზიციას შეუძლია ორგანიზება ( მაგ. ტრანსპორტით უზრუნველყოფა), მაგრამ ძალით ვერავის გამოიყვანს თუ ჩამოიყვანს. რუსული კანონის მიღების დროს არავის გამოუყვანია ხალხი ქუჩაში, თავისით გამოვიდა.მხოლოდ ოპოზიციის მოწოდებები არაა საკმარისი.იქნება იმდენი ხალხი, რამდენიც ევროპული გზის დასაცავად გამოვიდა-მაშინ მიხვდება ხელისუფლებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომ არჩევნების გაყალბება არავის შერჩება.თუ ხალხი არ გამოვა, ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, თუ ხალხი გამოვა, არც ეს იქნება ოპოზიციის დამსახურება.შემდგარი საზოგადოება არ უნდა პატიობდეს ხელისუფლებას დამცირებას და ძალადობას.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკა გვარამია
„ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს“ - მარიკა არევაძე

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია:   "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...

პოლიტიკა 1733468102

ლიეტუვა
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც  მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...

პოლიტიკა 1733466513

პარლამენტი
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...

პოლიტიკა 1733466395

სპეცრაზმი ცემა
"აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი 35 საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარებას ითხოვდა" - "უფლებები საქართველო"

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 4 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი სამედიცინო დახმარებას 35 საათის განმავლობაში ითხოვდა. მათი ცნო...

პოლიტიკა 1733465474

კეკელიძე
„შევიტყვე, თურმე ჩემი "შეხედულებების გამო" ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც“ - გიორგი კეკელიძე

„"ახლა შევიტყვე, რომ თურმე ჩემი ,,შეხედულებების გამო"  ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც.სკოლებში სამი მიზეზით დავდივარ - წიგნები მიმაქვს, წიგნიერებაზე ვესაუბრები...

სოცმედია 1733464672

ბუკა პეტრიაშვილი
„დღეს რეჟიმს "იოლკა" უნდა დაედგა, რასაც ცხადია ვერ იზამს, მაგრამ თუ მაინც არ ამოიღებთ თავიდან ამ პროვოკაციას, რეჟიმს გთავაზობთ გამოსავალს“ - ბუკა პეტრიაშვილი

ბუკა პეტრიაშვილი სოცქსელში წერს: დღეს 6 დეკემბერია. იდეაში, დღეს რეჟიმს "იოლკა" უნდა დაედგა, რასაც ცხადია ვერ იზამს, მაგრამ თუ მაინც არ ამოიღებთ თავიდან ამ პროვოკაციას, რეჟიმს გთავაზობთ გამოსავალს: და...

სოცმედია 1733463914