“გიგას კეზერაშვილმა თავისი დაცვა მიამაგრა, მალევე ჩაიხსნა… ახლა ეს კაცი ზურა ჯაფარიძეს დაყვება” – თამარ ჩერგოლეიშვილი

სოცმედია 1720614874

გიგა ჩერგო

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

ძალიან სასაცილო პროცესი მიდის.პოლიტიკურ სპექტრად წოდებულ ხარახოზუმთან ხომ ბევრი საერთო და წესიერი ნაცნობი მყავს.მათგან ზოგიერთს გულით უნდოდა, რომ ოპოზიცია გაგვეპატიოსნებინა და გული დაწყდათ, რომ არ გამოდის.ამიტომ, სერიოზულად მიწყებენ ლაპარაკს იმაზე, ვინ, ვისზე, სად, რა თქვა და იმან რომ ის თქვა, მერე მე ხომ ეს ვთქვი და მერე იმან რომ ჩემზე თქვა, კი მაგრამ… მოდი დავივიწყოთ წყენააააა…(რა უბადრუკი მსჯელობაც ესმით, იმეორებენ)მეგობრებო, კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ ვიძახი:არ გამაჩნია არანაირი, საერთოდ არანაირი წყენა.ჩემს თავზე მე თვითონ მაქვს ძალიან მკაფიო წარმოდგენა, ჩემი ნაკლიც სხვაზე უკეთ ვიცი და უპირატესობაც და ჩემი ლანძღვა ცალ ყურშიც არ შემდის, არათუ ვიმახსოვრებ …ამ საქმეში მე მეგობრების შესაძენად არ შემოვსულვარ.მეგობრები მყავს საკმარისზე მეტი, ძალიან მიყვარს ისინი და გული მწყდება რომ მეტი დრო არ მრჩება მათთან ურთიერთობისთვის.არც პარტნიორობას ვსაზღვრავ იმით, ჩემზე ვინ რა ილაპარაკა.ამ საქმეში ჩემს თავზე დიდი მიზნისთვის ვარ!პარტნიორებსაც ამ მიზანთან სწორებით ვარჩევ!მე მინდა რომ თავისუფალი, ევროპული რესპუბლიკის იდეა დავიცვა მახინჯებისგან.ამისთვის ვმუშაობ, ვწერთ სისტემურ რეფორმებს,• ვსახავთ გზებს როგორ უზრუნველვყოთ თავისუფლების, სამართლიანობის და სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო• მაინტერესებს პოლიტიკური სისტემები, როგორ მოვაწყოთ ეს სისტემა ისე, რომ დემოკრატიული ცვლილებების მექანიზმი გაიმართოს და შეუფერხებლად იმუშაოს• როგორ გააკეთოს ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი!• როგორ ამოვათრიოთ ქვეყანა სიღატაკიდან!• როგორ უზრუნველვყოთ უსაფრთხოება ….ეს მაინტერესებს და ამიტომ ვარ ამ საქმეში.ცალ ფეხზე მკიდია რომელიღაც „ზაკაულკის“ ბოლოში გვარამიამ ჩემზე რა თქვა, არასოდეს ყოფილა ჩემზე ვიღაც ხალხის აზრები ჩემთვის მნიშვნელოვანი.მე ეს უბრალოდ არ მანაღვლებს.არ მანაღვლებს ვინ რას ფიქრობს, ან იძახის ჩემზე.მე მანაღვლებს სისტემა…მე მტრად ვთვლი ყველას ვინც ემსახურება სისტემას, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფალ არჩევანს უზღუდავს.მე მტრად ვთვლი ყველას, ვინც ტყუილებით და თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვით ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციასმე მტრად თვლი ყველას, ვინც პიროვნების კულტს ემსახურება და ასეთ სისტემას ახალისებსმე მტრად ვთვლი ყველას ვინც ცხადად და ნათლად ვერ ემიჯნება ოლიგარქიულ სიმახინჯეს და ივანიშვილის მახინჯი სისტემის სანაცვლოდ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს კეზერაშვილის ოლიგარქიული სიმახინჯისთვის წირავს.თუ პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს ვერჩი, ვერჩი იმიტომ რომ სისტემურ სიმახინჯეს, პიროვნების კულტს, თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვას, ამომრჩევლისთვის არჩევანის წართმევას ემსახურება.შანსს ყველას ვაძლევ, რომ ამ სისტემის სამსახური შეწყვიტოს, მაგალითად – გახსნას ტელევიზია კონკურენტებისთვის და ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს, მკაფიოდ გაემიჯნოს ოლიგარქიულ, პიროვნების კულტზე დაფუძნებულ ბოროტებას…თუ ამას ვერ აკეთებ, დილა საღამოს რომ დითირამბები მიმღერო, ჩემგან ვერაფერს ეღირსები გარდა ნგრევისა.კიდევ ერთხელ, არ არსებობს ომში წავიდე იმ ხალხთან ერთად, რომელიც დღემდე ვერ მიხვდა რომ მე მათი პერსონები ცალ ფეხზე მკიდია (თვითონ ვერ იკიდებენ საკუთარ გასიებულ თავებს, არ გააჩნიათ საკუთარ თავზე დიდი მიზანი და ამიტომ ვერ იგებენ).არ მაინტერესებს ხალხი, რომელიც დღემდე ვერ მიხვდა, რომ ჩემს თავზე დიდი მიზანი მაქვს და ამ მიზანთან ვასწორებ ისრებს – მკიდია ჩემზე ვინ რა ილაპარაკეთ, ეს ჩემზე არანაირ გავლენას არ ახდენს, წარბსაც არ მიტოკებს – ჰაჰა გავერთო და დაგცინოთ.მე მაინტერესებს ის სისტემები რასაც თქვენ ემსახურებით და განჯღრევთ და განგრევთ იქამდე, სანამ არ ჩამოგანგრევთ.დავამატებ იმასაც, რომ ჩვენ მზად ვიყავით ერთობისთვის თუ ოლიგარქიულ ინტერესებს გაემიჯნებოდნენ პარტნიორები, მაგრამ ეს ერთობა ჩაშალა ოლიგარქიულმა ინტერესებმა – არათუ გაემიჯნენ, არამედ კეზერაშვილის ემისრები უპირობოდ მიიღეს და პიროვნების კულტზე და ჩრდილოვან ინტერესებზე დაფუძნებულ სისტემას თავდაუსხმელობა გამოუცხადეს.P.S. კორცხელის შემდეგ (მგონი 2015 წელს), გიგას კეზერაშვილმა თავისი დაცვა მიამაგრა და რამდენიმე თვე ეს კაცი გიგას დაყვებოდა, მალევე ჩაიხსნა, დაცვა დისკომფორტს უქმნის.ახლა ეს კაცი ზურა ჯაფარიძეს დაყვება და გირჩის მხარდამჭერები ხელებს მისავსავებენ, რა შუაშია კეზერაშვილი და ოლიგარქიაო, რავი, თქვენზე მეტს ვხედავ ძმებო და იმ შუაშია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765