„კარგია, რომ მთელი 16 წლის შემდეგ, "ქართული ოცნება" აგვისტოს ომის ირგვლივ გამოძიებაზე იწყებს საუბარს“ - ირმა ინაშვილი

სოცმედია 1723106190

პოლიტიკოსები

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოცქსელში წერს:

დილით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ვიყავი... სათითაოდ მივაგეთ პატივი ჩვენს სასახელო გმირებს, ჩვენს შვილებს, ძმებს. ჩვენმა საყვარელმა მამა დავით ლონდარიძემ აღასრულა პანაშვიდი. დაღუპული გმირების საფლავებთან ოჯახის წევრები ჩუმად იდგნენ. სწორედ ამ ჩუმმა და პატიოსანმა ოჯახებმა აღუზარდა სამშობლოს ეს თავდადებული ხალხი. სწორედ ამ წესიერმა და ქართულმა ოჯახებმა შთაუნერგა საკუთარ შვილებს, რომ ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული და ბედნიერია ის, ვინც სიცოცხლეს სამშობლოსათვის გაწირავს. გადახედავთ ამ მემორიალურ დაფებს და აღმოაჩენთ 1978 წელს დაბადებულ ვაჟკაცებს. ქალბატონმა მზიამ მიამბო, რომ მეუღლე აფხაზეთის ომში, ხოლო შვილი აგვისტოს ომში დაეღუპა... რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ჩვენ? აღარასდროს უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში ოდესმე ახალი აგვისტოს ომი განმეორდეს. ამაში წვლილი ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ზოგადად, საზოგადოებამ ერთად უნდა შევიტანოთ...16 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. 16 წელია პირადად მე ვითხოვ,- მოხდეს გამოძიება, რა ღალატთან გვქონდა საქმე, როგორ გააჩუქეს კოდორი და ახალგორი, როგორ მიატოვეს ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები, რატომ არ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. კარგია, რომ მთელი 16 წლის შემდეგ, "ქართული ოცნება" აგვისტოს ომის ირგვლივ გამოძიებაზე იწყებს საუბარს... არჩევნების შემდეგ, ომის დანაშაულებებს გამოვიძიებთო... რაზეც ჩვენი პარტია 2012 წლის შემდეგ ლაპარაკობდა, რასაც ჩვენ ვითხოვდით, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით და რის გამოც, ათას იარლიყს გვაკერებდნენ, ყველა აზრი, პოზიცია, მოთხოვნა სწორი და სამართლიანი იყო... დრომ დაადასტურა ეს! დრო გვაჩვენებს იმასაც, რომ, ღმერთმა არ ქნას, თუ ჩვენს სამშობლოს რაიმე დაემუქრება, პირველები ისევ მე და მახაჩა ვიდგებით წინა ხაზზე და გარწმუნებთ, ნამდვილად არ დამენანება სიცოცხლე საქართველოს დასაცავად. არც აქამდე დამნანებია...

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰელსინკის კომისია
„MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს, ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში, მხარი დაუჭიროს“ - ჰელსინკის კომისია

 "MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...

პოლიტიკა 1725808634

ივანიშვილი
„კონსტიტუციაში ეკლესიის როლს ავსახავთ იმ ფორმით, როგორსაც იმსახურებს“ - ბიძინა ივანიშვილი

გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...

პოლიტიკა 1725808293

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
"რომ არა ბატონი ბიძინა დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს -  ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...

პოლიტიკა 1725807825

მონა ჩიგოგიძე
ვიდეო: "რუსის მონა" - მოქალაქე დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს

ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს.   ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...

პოლიტიკა 1725807332

ენმ
რაჭაში, ენმ-ს წევრს ავტომობილი დაუზიანეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...

პოლიტიკა 1725806071

ცესკო
ცესკო: 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...

საზოგადოება 1725804776